შოუბიზნესი 2 ნოემბერს Summer Set-ის მასშტაბური ჰელოუინი გაიმართება! სერიების მეორე ღონისძიებას Boris Brejcha-ს მასპინძლობს 2019, 21 ოქტომბერი, 12:02 2 ნოემბერს მუსიკალური ფესტივალის Summer Set-ის შემოდგომის ღონისძიების ჰედლაინერი გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Boris Brejcha გახლავთ, ღონისძიება ფესტივალის ახალ სივრცეში Warehouse 7/მე-7 პავილიონში გაიმართება. Boris Brejcha-ს ჩამოსვლა Helloween-ის შაბათს ემთხვევა, მოსულ სტუმრებს Warehouse 7/მე-7 პავილიონი მთლიანად ტრანსფორმირებული დახვდებათ შესაბამისი დეკორაციებითა და აქსესუარებით. “შემოდგომის პირველი ღონისძიება 5 ოქტომბერს გაიმართა, Worakls-ის და ორკესტრის შესრულებულ ივენთს 6000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, ჩვენი გუნდი უკვე მუშაობს იმაზე, რომ მეორე ღონისძიება კიდევ უფრო დასამახსოვერებელი იყოს. Warehouse 7/მე-7 პავილიონი ხელს გვიწყობს ის ჰელოუინს მოვარგოთ. სტუმრებს კოსწიუმებით ველოდებით, თუმცა ადგილზეც ძალიან ბევრი გასართობი დახვდებათ”, -ამბობს ფესტივალის კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე. გერმანელი მუსიკოსი და პროდიუსერი Boris Brejcha თავისი ნიღბით და შოუს ელემენტებითაა ცნობილი. უკვე წლებია ის წამყვანი ფესტივალების და კლუბების ჰედლაინერია. Boris Brejcha-სთან ერთად მოსული სტუმრები ფესტივალის სცენაზე წინა სეზონზე აღმოჩენილ ახალ არტისტს Ziad Aliev-ს და დიჯეების დუოს Endorphins-ს მოისმენენ. Summer Set საფესტივალო ბრენდად 2012 წელს ჩამოყალიბდა და 4 სეზონურ ღონისძიებას მოიცავს: Winter, Spring, Summer და Fall Set. ფესტივალების სერიამ 70-მდე მასშტაბური ივენთი ჩაატარა და 200-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა ბათუმის და თბილისის მასშტაბით. 20 2-ს მოსწონს
|