x
image
intermedia.ge
Mediator image
"კარ­გი ხმა კი მაქვს, მაგ­რამ სმე­ნა - არა. სმე­ნას ჩემ­თან ახ­ლო­საც არ ჩა­უვ­ლია" - "საქართველოს ვარსკვლავის" ახალი წამყვანი და უპრეცედენტო სიახლე პროექტში
image


"ამ კონ­კურ­სში ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გვერ­დში დგო­მა, მათ ოთახ­ში ყოფ­ნა და იქი­დან ჩარ­თვა. დიახ, მხა­რი უნდა და­ვუ­ჭი­რო, გა­ვამ­ხნე­ვო და მა­ყუ­რე­ბელს წარ­ვუდ­გი­ნო. უკვე გა­ვი­ცა­ნი ათე­უ­ლი, მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ათე­უ­ლი შე­იკ­რი­ბა, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია - პო­ზი­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი", - გვე­უბ­ნე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი, გა­და­ცე­მა "ნა­შუ­ა­დღე­ვის" წამ­ყვა­ნი ნი­ნუ­ცა ორ­ჯო­ნი­კი­ძე. რო­გორც ნი­ნუ­ცა ამ­ბობს, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი მის­თვის პირ­ვე­ლია და კონ­კურ­სან­ტე­ბი­ვით ისიც გა­ნიც­დის. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უზო­მოდ მოს­წონს და მზად არის მათი ოთა­ხი­დან მხა­რი და­უ­ჭი­როს: "უკვე თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ვარ, როცა წარ­მო­ვიდ­გენ, რომ ამ შე­მად­გენ­ლო­ბას რო­მე­ლი­მე უნდა გა­მო­აკ­ლდეს. ამ პრო­ექ­ტში ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მი­ხა­რია, რომ მათ­თან მაქვს შე­ხე­ბა. ესე­ნი ისი­ნი არი­ან, ვის­ზეც ეს გა­და­ცე­მა რე­ა­ლუ­რად დგას".


- ე.ი. პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მოგ­წონს...

- "ევ­რო­ვი­ზი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბით ცალ­სა­ხად ერთი შე­ხე­დუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, რად­გა­ნაც აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ ამ პრო­ექ­ტში აქამ­დე არ ყო­ფი­ლა იმის შან­სი, "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სან­ტი ხალ­ხს აერ­ჩია. ახლა პირ­ვე­ლად ხდე­ბა, როცა ხალ­ხის ხმა ამ საქ­მე­ში გა­დამ­წყვე­ტია და ეს ამ პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს. თან, კი­დევ უფრო გა­მარ­ტივ­და ხმის მი­ცე­მა, - "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბი­თა­ცაა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი. მარ­თლა ძა­ლი­ან ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მათი ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.




- "ფე­ის­ბუ­ქით" ხმის მი­ცე­მა მარ­თლა სი­ახ­ლეა...

- კი, ეს ხმის მი­ცე­მის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი ვართ და მა­შინ­ვე ავუ­ღებთ ამ ყვე­ლა­ფერს ალ­ღოს, ახალ­გაზ­რდო­ბა აი­ტა­ცებს. მთა­ვა­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვის ფა­ვო­რი­ტებს მის­ცეს ხმა და ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ვი­მე­ო­რებ, ისე­თი ათე­უ­ლია, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წას­ვლას ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებს, ტყუ­ი­ლად კი არ შე­არ­ქვეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ათე­უ­ლი.


image



- მოკ­ლედ, კონ­კურ­სან­ტე­ბის ოთახ­ში იქ­ნე­ბი, მხარს და­უ­ჭერ და მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად ინერ­ვი­უ­ლებ და რო­გორ ფიქ­რობ, ზო­გა­დად რას შეს­ძენ ამ პრო­ექტს?

- და­ვი­წყებ ჩემი გა­და­ცე­მით - შემ­თხვე­ვით არ მოვ­ხვდი "პირ­ველ არხზე" "ნა­შუ­ა­დღევ­ში", "ნა­შუ­ა­დღე­ვის" იდეა, კონ­ცეფ­ცია ხომ ის არის, რომ ამ ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გი ამ­ბე­ბიც ხდე­ბა. ამი­ტომ, სულ ვცდი­ლობთ, ვი­ყოთ პო­ზი­ტი­უ­რე­ბი, არა­და, სამ­ყა­რო სამ­წუ­ხა­როდ და უმე­ტე­სად ნე­გა­ტივ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი... ისე­თი ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­მოგ­ვიჩ­ნდა, სი­ა­მოვ­ნებთ ჩვე­ნი გა­და­ცე­მა, გვე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან, მად­ლი­ე­რე­ბი არი­ან, რაც გვსი­ა­მოვ­ნებს და მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. გვინ­და, ყო­ველ­თვის იმე­დის­მომ­ცე­მე­ბი ვი­ყოთ. ამი­ტომ, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" ამ ფორ­მა­ტი­დან არ გა­მო­ვალ და შე­ვეც­დე­ბი, ვიყო ისე­ვე იმე­დის­მომ­ცე­მი, და­დე­ბი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი, რო­გორც იმ გა­და­ცე­მას შე­ე­ფე­რე­ბა, რო­მელ­შიც ვმუ­შა­ობ. ამ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მხო­ლოდ კარგ მხი­ა­რულ გან­წყო­ბას შე­მო­ვი­ტან.


- თუ მღე­რი?

- ამა­ზე მთე­ლი ამ­ბა­ვია, არ ვმღე­რი, მაგ­რამ ხან­და­ხან სი­თავ­ხე­დე მყოფ­ნის და მა­ინც წა­ვიმ­ღე­რებ ხოლ­მე, მაგ­რამ იმ სიმ­ღე­რით შე­იძ­ლე­ბა და­გაყ­რუ­ოთ. კარ­გი ხმა კი მაქვს, მაგ­რამ სმე­ნა - არა. სმე­ნას ჩემ­თან ახ­ლო­საც არ "ჩა­უვ­ლია", არა­და, მომ­ღერ­ლებს რომ ვუს­მენ, ვგიჟ­დე­ბი. ჩემი მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი - ეკა გამ­ცემ­ლი­ძე იმით არის ცნო­ბი­ლი, რომ ფან­ტას­ტი­კუ­რი ხმა აქვს, უნი­კა­ლუ­რი სმე­ნა და რომ მღე­რის, შე­იძ­ლე­ბა აგა­ტი­როს, მაგ­რამ ჩემი ამ­ღე­რე­ბა არ გა­მო­უ­ვი­და. მოკ­ლედ, არ ვიმ­ღე­რებ, მაგ­რამ ჩემი კარ­გი გან­წყო­ბით ვინც კარ­გად მღე­რის, მათ მხარს და­ვუ­ჭერ.


image



- ამ ათე­ულ­ში ფა­ვო­რი­ტი გყავს?

- ნამ­დვი­ლად ყვე­ლა მომ­წონს, ვე­რა­ვის გა­მოვ­ყოფ. სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი არი­ან. ჩვენ­თან იყ­ვნენ გა­და­ცე­მა­ში მო­სუ­ლე­ბი და ვუ­თხა­რი, რომ უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ხართ-მეთ­ქი, ამ­ხე­ლა კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვეს, ხუმ­რო­ბა არ არის. მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, ახლა ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ვინ მო­ე­წო­ნე­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად. კონ­კურ­სან­ტებს ისე­თი ჟან­რის ნა­მუ­შევ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც მო­უ­წევთ, რაც მათი სტი­ლი არ არის. შოუ უნდა შექ­მნან. სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი უნდა იყ­ვნენ. ბევ­რი როლი უნდა მო­ირ­გონ. მუ­სი­კა კი მიყ­ვარს, მაგ­რამ მათ მუ­სი­კა­ლუ­რად ვერ შე­ვა­ფა­სებ. ათე­უ­ლის წევ­რებს ნე­ბის­მი­ე­რი სიმ­ღე­რის კარ­გად შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ. კონ­კურ­სის მო­თხოვ­ნე­ბი ასე­თი მკაც­რია. ვინ "გა­ქა­ჩავს", წი­ნას­წარ ვერ მიხ­ვდე­ბი, რად­გა­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სტრე­სის ქვეშ რამ­დე­ნად გა­უმკლავ­დე­ბი­ან კონ­კურ­სის მო­თხოვ­ნებს. ეს არის მთა­ვა­რი. პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უკვე რომ იცი­ან, რის­თვის იბ­რძვი­ან, ჩვე­ნი მსმე­ნე­ლიც გა­მოც­დი­ლია, საკ­მა­ოდ მუ­სი­კა­ლუ­რი, ვერ მო­ა­ტყუ­ებ. გარ­და იმი­სა, რომ ბევ­რი კარ­გად მღე­რის, გე­მოვ­ნე­ბაც კარ­გი აქვთ.


- რას უსურ­ვებ კონ­კურ­სან­ტებს?

- ფან­ტა­ზი­ებ­ში არ ვარ გა­და­ვარ­დნი­ლი და ვიცი, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ერთი იქ­ნე­ბა და იმ ერთს ვუ­სურ­ვებ, რომ სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია ჰქონ­დეს, ქარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა, რაც გვაქვს და სა­ქარ­თვე­ლოს ახა­სი­ა­თებს, ის აჩ­ვე­ნოს "ევ­რო­ვი­ზი­ას". ამ ყვე­ლა­ფერს სიმ­ღე­რით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გად­მოვ­ცემთ. ვინც ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, რა მოხ­და მერე, ფარ-ხმა­ლი არ უნდა და­ყა­როს. ხან გვი­მარ­თლებს, ხან - არა. მთა­ვა­რი ის არის, რომ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ათე­უ­ლი ქარ­თულ სცე­ნა­ზე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს და არ და­ი­კარ­გე­ბა. და კი­დევ ერთი - ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფრო­დაქ­შე­ნის ჯგუ­ფი გვყავს. გა­მოც­დი­ლი წამ­ყვა­ნე­ბი, მე მარ­თლა ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ნა­წი­ლი ვარ. სა­ხალ­ხო, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია. ასე რომ, მეც დიდი ინ­ტე­რე­სით ველი შოუს და­წყე­ბას და ვღე­ლავ.


image

0
2972
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
2972
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0