არქიტექტურა ბრიტანელი მამაკაცი 30 წელია აშენებს ციხე-დარბაზს....თუმცა მინიატურულს 2019, 20 ოქტომბერი, 16:01 ბრიტანელი ჯონ ტრენჩარდი აგერ უკვე 30 წელია აშენებს საკუთარ ციხე-დარბაზს, თუმცა მინიატურულს.მასშტაბური მშენებლობა წამოიწო 12 წლის ასაკიდან, როდესაც მამასთან ერთად პირველი ოთახი გააკეთა. ბიჭმა გადაწყვიტა ასეთ წვრილმანზე აღარ შეჩერებულიყო და გააგრძელა უკვე სრულმასშტაბიანი მინიატურული სასახლის მშენებლობა, ისეთის მსგავსი, როგორიც ბრიტანეთის ნაციონალური ფონდია-ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია სანაპიროების, სოფლების და შენობების დაცვით. 30 წლის განამვლობაში მამაკაცმა უკვე ააშენა 8 ოთახი და გაჩერებას არც აპირებს. მინიატურულ ციხე-დარბაზში არის აბაზანა თურქულ სტილში“მარანი, სამრეკლო, დიდი ჰოლი დერეფნით, კიბეებით და სახურავით, გვირაბი ევაკუაციისთვის და სხვა. პირველი ოთახის დასრულების შემდეგ ჯონმა უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, რის გამოც გადადო სასახლის მშენებლობა, ის ერთი ოთახი წლების განმავლობაში ძმის ფარდულში ინახებოდა, რადგან მას სახლში ადგილი არ ჰქონდა, ამ პერიოდში ჯონმა წვრილმანი დეტალების შექმნა მოასწრო, შემდგომი უკვე დიდი პროექტისთვის. შემდეგ საკუთარ სახლში განაგრძო ციხე-დარბაზის მშენებლობა, ააგო 8 ოთახი, რომელსაც 30 წელის მოანდომა, როგორც ჯონი ამბობს, ათასობით საათი აქვს დახარჯული ყოველ დეტალზე, ყველაფერი ხელით კეთდება, მასალად იყენებს ხელში რაც მოხვდება-ბურბუშელას პაკეტით დაწყებული და კვერცხის ჩასალაგებელი კაფსულებით დამთავრებული. მეგობრები ჯონს შეშლილს უწოდებენ და ჯონიც ღიმილით ეთანხმება მათ, მომავალში აპირებს კიდევ 12 ოთახის აშენებას. 111 4-ს მოსწონს
|