სხვა ძალიან სახალისო არქიტექტურული ,,შედევრები" (ნაწილი 4) 2019, 19 ოქტომბერი, 23:14 ზოგჯერ ამა თუ იმ პროფესიის ადამიანები ძალიან გვახალისებენ თავიანთი “შემოქმედებით". ამ მხრივ არც მშენებლობებში მონაწილე “პროფესიონალები" არიან გამონაკლისები. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ სახალისო “შედევრს":
ძნელი გამოსაცნობი არაა რაზე ფიქრობდა ამ შენობის პროექტის ავტორი:)))
ვფიქრობ, ამ აივნების ავტორიც ვერ გამოირჩევა დიდი გონიერებით. არ მეთანხმებით? ამ შენობაზე უფრო მეტი კონდიციონერი აყენია, ვიდრე ფანჯარაა. ალბათ, სათადარიგოებია ზოგიერთი:))) უნიტაზისთვის აღარ იყო ადგილი და მხოლოდ ერთი დადგეს, სამაგიეროდ ხელსაბანია ხუთი. აქაც დაახლოებით იგივე პრობლემაა - კაბინაში უნიტაზი ვერ ჩაატიეს, მაგრამ კარი მაინც ჩამოუკიდეს. ამ საპირფარეშოს ავტორი კი შესაძლოა ქართველი იყოს, რომელმაც სიტყვა საპირფარეშო ზედმიწევნით ზუსტად გამოხატა. მთავარია სახე არ გამოჩნდეს, თორემ ქვემოთ...:))) აი თურმე როგორ უნდა შეაჩერო ბზარი. ამ ოთახში ზაფხულში ძალიან ცხელა. ეს კი ნამდვილად გონიერი ადამიანის შემოქმედებაა და იცით რატომ? პასუხი შემდეგი ფოტოა წინა “გენიოსს" მილების ფორმირებაზე მაინც არ უწვალია. ან ავტოფარეხის პატრონია “ჭკვიანი" ან ბოძის დამდგმელი, გააჩნია პირველი რომელი იყო.გინახავთ ჰორიზონტალური კორპუსი? ეს ბოძი კი ალბათ თავისით “ ამოვიდა" აქ, თორემ ისე ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ადამიანმა გააკეთა. აქაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ საქმეში ადამიანის ხელი ურევია. აი, ეს ფოტო კი ნამდვილად არ ასახავს არქიტექტურულ “შედევრს", უბრალოდ კარგი მოფიქრებაა წყლისგან თავის (ფეხების) დასაცავად. საინტერესოა, ჯერ საყრდენები იყო თუ ჯერ შენობა? თუ მოგეწონათ, იხილეთ მსგავსი სტატიები: ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ნაწილი 1) ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 2) ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ნაწილი 3) გიჟური ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში (+ ბევრი სახალისო ფოტო) 1049 2-ს მოსწონს
|