x
ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი გახადა
image

ბრიტანელმა ბიჭმა, სახელად ჯეიმს ფრიდმანმა, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა საკუთარი შემოქმედების დამსახურებით.


მას მთელს მსოფლიოში ჰყავს თაყვანისმცემლები და ყოველდღიურად ათასობით ადამიანი უგზავნის საკუთარ ფოტოს დასამუშავებლად.


ჯეიმსი გრაფიკული დიზაინერია, თუმცა იგი უმეტესწილად მომხმარებელთა მიერ გაგზავნილი ფოტოების “დაფოტოშოფებით" არის დაკავებული.



image

მომხმარებელმა ჯეიმსს მარცხენა ფოტო გაუგზავნა და სთხოვა ფოტოშოფის დახმარებით ისე დაემუშავებინა, რომ ბიჭების მზერა ერთი მიმართულებით არ ყოფილიყო მიმართული. ჯეიმსმა კი თხოვნა შეუსრულა და ელამი თვალები უწყალობა.


imageამ მამაკაცს სურდა, რომ ჯეიმსს მარცხენა სურათში მდგომი ქალი მოეშორებინა და სურათისთვის უფრო გმირული იერსახე მიეცა. ჯეიმსმა კი საშუალება მისცა გმირად ქცეულიყო.


image

სურათზე გამოსახულ გოგონას სურდა რომ მისი წარბები “bushy" (ბუჩქოვანი, სქელი) ყოფილიყო. ჯეიმსმაც ბუში ისე წაიკითხა, როგორც მის სარკასტულ საქმიანობას შეეფერებოდა და გოგონას სამივე ბუში დაუსვა წარბზე.


image

ამ ბიჭმა კი ჯეიმსს სთხოვა უფრო “cool" ვიზუალი მიეცა მისთვის, ჯეიმსმაც სიტყვა cool რომელიც ერთის მხრივ ჟარგონულად “მაგარს", ხოლო მეორეს მხრივ გაგრილებას ნიშნავს, გაგრილების მნიშვნელობით “გაიგო" და ბიჭს მარაო დააჭერინა ხელში.


imageსურათზე გამოსახული გოგონასთვის, აღნიშნული სურათი ფავორიტი გახლდათ და სურდა პროფილზე დაეყენებინა. თუმცა ვინაიდან გოგონა საკმაოდ დაბალი იყო, ხოლო ბიჭი მაღალი, პროფილზე ატვირთვისას მხოლოდ ბიჭის სახე ჩანდა, ხოლო მისი გამოსახულება იმალებოდა. ჯეიმსმა მდგომარეობა “გამოასწორა" და მათი სახეები ერთად მოათავსა.


image

მარცხნივ გამოსახულმა ბიჭუნამ ჯეიმსს სთხოვა დედის გვერდით სიმპატიური მამაკაცის ჩასმა. ჯეიმსმა კი სიმპათიურთა შორის, ყველაზე სიმპათიური ამოარჩია.


imageინსტაგრამის მომხმარებელ გოგონას სურდა, რომ ჯეიმსს მისი მეუღლის წვერი ფოტოშოფის დახმარებით გაეპარსა. ჯეიმსმაც სურვილი დაუყოვნებლივ შეუსრულა.

image

სურათზე მყოფ გოგონას კი აწუხებდა მის უკან მჯდომი ძმის “გადაღლილობა" და ჯეიმსს სთხოვა დახმარება. ჯეიმსმაც მთქნარების პროცესი სიმღერის მომენტად შეცვალა.

imageგოგონებს სურდათ, რომ მარცხნივ გამოსახულ ორთაბრძოლას, უფრო ეპიკური იერსახე ჰქონოდა, ჯეიმსმა 21-ე საუკუნის ბრძოლის ველის კლასიკური სურათი შექმნა.


imageამ ბიჭს კი სურდა ჯეიმსს ის ცნობილ სუპერგმირად - “iron man"-ად ექცია. ჯეიმსმაც სურვილი შეუსრულა.


image

სურათზე გამოსახულ კაცს კი არ სიამოვნებდა, თუ როგორ მიშტერებოდა მის ზურგს ზოლიან მაისურში გამოწყობილი კაცი, ამიტომ ჯეიმსმა მას საშუალება მისცა “თვალებში ჩაეხედა".


imageსურათზე მყოფ მამაკაცს კი სურდა ცოლის გვერდით უკეთეს ფორმაში გამოსახულიყო, თუმცა მისი უვარჯიშებელი სხეული ამის საშუალებას არ აძლევდა. ჯეიმსმა მამაკაცს მუცელი მოაშორა და უფრო ხალისიან ფერებში შემოსა.


imageგოგონამ ჯეიმსს სთხოვა, რომ მისთვის ისეთი დიდი უკანალი გაეკეთებინა, თვით კიმ კარდაშიანსაც კი შეშურებოდა. ჯეიმსმა კი მას უდიდესი უკანალი აჩუქა.

2
399
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
399
  
2019, 20 ოქტომბერი, 8:05
ვიხალისე)))
2019, 19 ოქტომბერი, 23:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2