სხვა ბარბარიზმები, ანუ სიტყვები, რომლებსაც ყოველდღიურად არასწორად ვიყენებთ 2019, 15 ოქტომბერი, 15:31 რაც დრო გადის, ნებისმიერი ენა ივსება უცხო, შემოსული ტერმინებით - ბარბარიზმებით, რომლებიც დროთა განმავლობაში იმდენად იმკვიდრებენ ადგილს ჩვენ ცხოვრებაში, რომ მშობლიურ ტერმინებად გვეჩვენება და ისტორია მათი უცხო წარმომავლობის შესახებაც კი გვავიწყდება.
რა არის ბარბარიზმი?
ბარბარიზმი - ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი გამონათქვამი ან სიტყვა, რომელიც შექმნილია სხვა ენის წესის მიხედვით. ბარბარიზმი ისეთი კალკია, რომელიც არღვევს მოცემული ენის სალიტერატურო ნორმას. ბარბარიზმად ითვლება აგრეთვე საჭიროების გარეშე გამოყენებული უცხო სიტყვა
ქართული ენა სავსეა ინგლისური და რუსული ენიდან შემოსული ბარბარიზმებით.
გთავაზობთ ქარტულ ენაში გავრცელებული ბარბარიზმების მცირე ჩამონათვალს: 1. დასკიპვა - გამოტოვება 2. პერეკრასკა - ხელახლა შეღებვა, გადაღება 3. პონჩიკი - ფუნთუშა 4. დანექსთვა - შემდეგზე გადასვლა 5. ფეიკ ნიუსი - გაყალბებული ახალი ამბავი 6. დვორნიკი - მეეზოვე 7. ლოქერი - საკეტიანი პატარა უჯრა 8. რერეგისტრაცია - ხელახალი რეგისტრაცია 9. რეპორტინგი - აუდიტორული დასკვნა, შეტყობინება 10. კოპიერი - პირგადასაღები აპარატი 11. დაკლიკვა - დაწკაპუნება 12. დათაგვა - მონიშვნა 13. დალაიქება - მოწონება 14. დაბუსტვა - რეკლამირება, პოპულარობის გაზრდა 15. დაშეარება - გაზიარება 16. ფოლოუერი - მიმდევარი 17. კარიდორი - დერეფანი 18. რაკოვინა - ნიჟარა 19. ადაპტაცია - შეგუება, მორგება 20. კონსისტენცია - შემცველობა, შემადგენლობა 512 3-ს მოსწონს
|