სალათები ფრანგული სალათა-ლიონურად 2012, 8 აგვისტო, 14:31 შემადგენლობა: მწიკვი გამხმარი ტარხუნა;
მარილი; შავი პილპილი:
ქამა საკო-500გ.
პომიდორი-რვა ცალი;
მწვანე ხახვი-ნახევარი კონა; მწყერის კვერცხი-8 ცალი; სალათის ფურცლები-400გ ნახევარი ლიმონის წვენი ზეთი-2 ს/კ კამა, ოხრახუში და ქინძი-5-6 ღერი მაიონეზი-100 მლ მომზადება: 1. მოხარშეთ კვერცხი კარგად, გააცივეთ და გაფრცქვენით. პომიდორი, ხახვი და მწვანილი გარეცხეთ. პომიდორი და კვერცხი გაჭერით შუაზე. სალათა დაანაწევრეთ ფოთლებად. ხახვი და მწვანილი წვრილად დაჭერით. 2. სოკო გარეცხეთ, დაჭერით თხელ ფირფიტებად და მოთუშეთ გაცხელებულ ზეთში 7-8 წთ. 3. მოამზადეთ სოუსი, აურიეთ მაიონეზი, ლიმონის წვენი და ტარხუნა. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. სასალათეში ჩააწყვეთ სოკო, სალათის ფურცლები, პომიდორი, კვერცხი და მწვანილი. ფრთხილად აურიეთ. მოასხით სოუსი. გემრიელად მიირთვით 368 7-ს მოსწონს
|