x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკაში მამამ "ეშმაკის განდევნის"რიტუალი ჩაუტარა 6 წლის შვილს,რამაც ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია
imageაშშ-ში, არიზონას შტატში მამაკაცს ბრალდება წაუყენეს საკუთარი 6 წლის შვილის მკვლელობაში, რომელმაც "დემონების განდევნის" მიზნით მისი 6 წლის შვილის სახე ცხელი წყალში რამდენიმე წუთი ჩააყოფინა და დაახრჩო, იუწყება Washington post-ი.


მამამ 31 წლის პაბლო მარტინეზმა, პოლიციას განუცხადა, რომ შვილი ძალზე უცნაურად იქცეოდა ბოლო პერიოდში. მისი თქმით, ბიჭს ეშმაკი ჩაუსახლდა, ამიტომ გადაწყიტა ეგზორციზმის რიტუალის შერულებით მისი "განდევნა".




მამაკაცმა რიტუალის დროს მცირეწლოვან ბავშვს ცხელ აბაზანაში თავი ჩააყოფინა და არ აძლევდა თავის ამოწევის უფლებას 5-10 წუთის მანძილზე, მისი აზრით ბიჭს ცხელი წყალი უნდა გადაეყლაპა, რომ ეშმაკს მისი სხეული დაეტოვებინა...


მარტინეზის ცოლის და ბავშვის დედინაცვალის განცხადებით, მან გაიგო სააბაზანოდად მომავალი ბუყ-ბუყის ხმა - სწორედ ამ დროს ოთახიდან, სადაც რიტუალი ტარდებოდა, ნანახით შეძრწუნებული მისი ატირებული მეორე შვილი გამოვიდა.



ამის შემდეგ ქალმა პოლიციას გამოუძახა, პაბლო მარტინეზი დააკავეს.

ბავშვის დედის განცხადებით, შვილს ბოლო პერიოდში დემონის მსგავსი ქმედებები მართლაც ახასიათებდა.


2013 წელს ouGov -ის გამოიკითხვით, ამერიკელთა თითქმის ნახევარს(46%-ს) სჯერა, რომ ეგზორციზმით შესაძლებელია "ეშმაკების განდევნა".


ანალოგიური მოხდა რამდენიმე დღის წინ რუსეთში, კერძოდ მოსკოვის შემოგარენში დედას საკუთარი შვილი შეამოკვდა ეგზორციზმის რიტუალის შესრულების დროს, როცა ნახა დედამ, რომ შვილი აღარ სუნთქავდა, სასწრაფოს გამოუძახა, თუმცა დაგვიანებული იყო, იუწყება Вести-ი.



0
49
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0