სხვა უჩვეულო ვულკანები 2012, 31 ივლისი, 11:59 კუნძულ ტანაზე(წყნარი ოკეანე) ვულკან იასურის ამოფრქვევა ფეიერვერკს ჰგავს. პაკაიას ვულკანი (გვატემალა) ამითაა ცნობილი, რომ ლავის ამოფრქვევის დროს, მის მახლობლად სიარული საშიში არ არის. ეკვადორში მდებარე ვულკან კოტოპაკსის სიმაღლე 5897 მეტრია. ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ვულკანია. მისი დაპყრობა ალპინისტებსა და მთის ველოსიპედისტებს უყვართ. კუნძულ ლანსაროტს "ცეცხლისმფრქვაველ მთასაც" ეძახიან- ამ ციცქნა კუნძულზე 300-მდე ვულკანი მდებარეობს. ერთ-ერთის კრატერთან რესტორანი "ელ დიაბლო" მდებარეობს. კერძების მომზადებისას ვულკანის სიმხურვალეს იყენებენ. მაგრამ კლიენტები რესტორანში დიდხანს ვერ ჩერდებიან : იატაკი იმდენადაა გახურებული, რომ ფეხსაცმლის ლანჩებს წვავს. 355 2-ს მოსწონს
|