იარაღი და ტექნიკა ჩინეთმა საბრძოლო "მფრინავი თეფშის" პრეზენტაციის თარიღი დაასახელა 2019, 13 ოქტომბერი, 7:26
დისკისმაგვარი საფრენი აპარატი Super Great White Shark, რომელიც მოგვაგონებს ამოუცნობ მფრინავ ობიექტს პირველ გაფრენას განახორციელებს 2020 წელს.
როგორც ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება, ახალი საფრენი აპარატი ცაში აიჭრება საერთაშორისო აეროკოსმოურ გამოფენა Airshow China 2020-ზე, რომელიც 1996 წლიდან მოყოლებული ლუწ წლებში იმართება ქალაქ ჩჟუხაიში(სამხრეთ ჩინეთი) პირველად, Super Great White Shark -ის იმიტირებული პრეზენტაცია ფართო საზოგადოებას წარუდგინეს China Helicopter Exposition 2019-ზე, რომელიც 10 ოქტომბერს გაიხსნა ქალაქ ტიანძინში (ჩინეთის ჩრდილო – აღმოსავლეთი ). 1 ოქტომბერს, პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმზე, ქვეყანამ წარმოადგინა თავისი ყველაზე ძლიერი და პერსპექტიული სამხედრო შეიარაღება, მაგალითად თუნდაც DF-5B -საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომლის ფრენის სიშორე 12 000-დან 15 000 -მდე კილომეტრია, ქობინა შეიცავს 3-იდან 8 ბლოკ ინდივიდუალურ წყებას, სავარაუდო გადაცდომა 800 მეტრია, ხოლო ყოველი ბლოკის სიმძლავრე 1 მეგატონაა. (ტროტილის ეკვივალენტში) 1049 3-ს მოსწონს
|