დიეტოლოგია რა არის ქოლესტერინი და როგორ ვაკონტროლოთ იგი 2019, 11 ოქტომბერი, 15:32 რა არის ქოლესტერინი? რას აკეთებს იგი?
ქოლესტერინი, ესაა ცვილისებური ნივთიერება, იგი თანდაყოლილად არაა “ცუდი''.სინამდვილეში იგი ესაჭიროება თქვენ სხეულს უჯრედების ასაშენებლად, D ვიტამინის წარმოსაქმნელად, ასევე იგი შედის სასქესო ჰორმონების შემადგენლობაში, მაგრამ დიდი რაოდენობით ქოლესტერინმა შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები.
ქოლესტერინი ორი წყაროდან წარმოიქმნება. თქვენი ღვიძლი წარმოქმნნის მთელ იმ ქოლესტერინის მარაგს რაც გესაჭიროებათ, და დამატებით ვიღებთ ქოლესტერინს ცხოველური საკვების სახით, როგორებიცაა: ხორცი, ცხიმიანი რძისპროდუქტები რომლთაც ეწოდებათ დიეტური ქოლესტერინი.
თუმცა, ზოგიერთი საკვები შეიცავს ნაჯერ ცხიმებსა და ტრანს ცხიმებს. აღნიშნული ცხიმები აიძულებენ ღვიძლს გამოიმუშავოს იმაზე მეტი ქოლესტერინი ვიდრე მას შეუძლია.
ქოლესტერინი მოძრაობს სისხლის მეშვეობით. განარჩევენ ორი ტიპის ქოლესტერინს: დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი (LDL) ანუ “ცუდი ქოლესტერინი'' და მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი (HDL) ანუ “კარგი ქოლესტერინი'' დიდი რაოდენობით ცუდი ქოლესტერინი ან ცოტა რაოდენობით კარგი ქოლესტერინის შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ქოლესტერინი ნელ-ნელა დაიწყებს სისხლძარღვების კედლებზე დალექვას და მისი სანათურის შევიწროვებას, რასაც ათეროსკლეროზი ეწოდება, იგი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებრბის განვითარების რისკს. როდესაც საქმე ეხება ქოლესტერინს, უნდა გვახსოვდეს შემდეგი: შევიმოწმოთ ქოლესტერინის დონე სისხლში შევცვალოთ საკვები რაციონი და ცხოვრების წესი ვაკონტროლოთ ქოლესტერინი, თუ საჭიროა ექიმის დახმარებით მაღალი ქოლესტერინი ქმნის შემდეგი დაავადებების განვითარების რისკს: ინფარქტი, გულის შეტევა, გულის იშემია და სხვა. ხოლო თუ თქვენ ხართ დამატებით ისეთ რისკ-ფაქტორებში როგორებიცაა: მოწევა, დიაბეტი, ჰიპერტენზია და სხვა, დაავადების განვითარების რისკი ერთი-ორად იზრდება. საკვები პროდუქტები ქოლესტერინის შესამცირებლადმიიღეთ უჯრედისით მდიდარი საკვებიუჯრედისი დიდი რაოდენობითაა:მარცვლეულში, პარკოსნებში, ლობიოში, სელის თესლში და სხვა. უჯრედისი ააქტიურებს ნაღვლის გამომუშავებას რომელიც შეიცავს ქოლესტერინს ანუ მის წარმოსაქმნელად საჭიროა სისხლში არსებული ქოლესტერინის გამოყენება, შესაბამისად მცირდება სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა. უჯრედისით მდიდარი საკვების რეგულარულად მოხმარება 5-10%-ით ამცირებს სისხლში საერთო ქოლესტერინს.მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული მოამზადეთ საკვები სანელებლებით მიიღეთ სხვადასხვა უჯერი ცხიმები საკვებში მოიპოვება ორი სახის ცხიმი: ნაჯერი და უჯერი. ნაჯერი ცხიმები ზრდიან ქოლესტერინის რაოდენობას ხოლო უჯერი ცხიმები როგორიცაა მაგალითად: ომეგა 3 კი დადებითად მოქმედებს ქოლესტერინზე. ამიტომ სასარგებლოა მისი შემცველი ისეთი საკვების მიღება როგორიცაა: თევზი, თხილი, მზესუმზირა, ზეითუნის ზეთი და სხვა.მიირთვით სოიო ნიაცინი იხილეთ ასევე:ჯადოსნური სამკურნალო მცენარეები რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი ყველაფერი კიბოს შესახებ382 2-ს მოსწონს
|