x
image
რუსო ჩარექიშვილი
რატომ არის შემოდგომა სევდიანი?
წელიწადი შედგება ოთხი, მეტად თავისებური და ერთმანეთისგან მკვეთრად გამორჩეული სეზონისგან. ვისაც არ უნდა ჰკითხო - რომელია მისთვის საყვარელი სეზონი, ალბათ პასუხის გაცემა მეტად გაუჭირდება. ზოგს უყვარს ზამთარი და თეთრად ჩამობარდნილი არემარე, ზოგს ზაფხულის მცხუნვარე დღეები აბედნიერებს, ზოგისთვის სილამაზე ნაირგვარი ყვავილებით მოფენილ გაზაფხულშია, ზოგი კი სიმშვიდეს უამრავი ფერით აჭრელებულ, ფერად-ფერადი ფოთლებით დაფარულ და სევდიან შემოდგომაში პოვებს. image

ალბად ბევრს გასჩენია კითხვა - რატომ ასოცირდება შემოდგომა სევდასთან, ან რა აქვს მას ისეთი, რაც მთელი ძალით გვიზიდავს მისკენ?

თბილისის ფორუმს თუ გადავხედავთ, წავიკითხავთ მრავალ მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გვეუფლება შემოდგომით სევდა.

ზოგიერთისთვის სევდის მიზეზი დაპატარავებული დღეები და ცუდი ამინდებია, ზოგისთვის - ჩამოცვენილი, გაყვითლებული და უსიცოცხლოდ დაყრილი ფოთლები, ზოგი კი შემოდგომით მარტოობისკენ თავად მიისწრაფვის, რადგან ამჯობინებს ფინჯან ჩაის და წიგნის კითხვას.


მართალია, ბევრისთვის ხალიჩასავით დაფენილი ფოთლები სევდის მიზეზია, მაგრამ ბევრისთვის სწორედ ეს სევდიანი ხალიჩა ხდება ბედნიერების, დადებითი ემოციების მიზეზი.

ამ ულამაზეს სეზონთან დაკავშირებით უამრავი ლექსი, სიმღერა, ნაწარმოები თუ გამოთქმა დაწერილა..image

გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს:

1. ზამთარი გრავიურაა, გაზაფხული – აკვარელი, ზაფხული – ზეთის საღებავით შესრულებული ტილო, ხოლო შემოდგომა – სამივე მათგანის მოზაიკა.

2. შემოდგომა ტოვებს თავის სიმსუბუქეს, ნელ-ნელა გადადის ცივ და სუსხიან სეზონში. არცკი მახოვს, რომ ზაფხულს დამშვიდობება მაინც მოესწროს.

3. შემოდგომა – მეორე გაზაფხულია, როდესაც თითოეული ფოთოლი – ყვავილია..

4. მე ვენდობი ბუნებას მისი სილამაზისა და პრაქტიკულობის კანონად ქცეული წესების გამო: კაცობრიობის დასასრულამდე გაზაფხული დათესს და შემოდგომა მომკის.

5. შესანიშნავი შემოდგომაა! მთელი სულით შევიგრძნობ მას, და რომ ვყოფილიყავი ჩიტი, მე შემოვუფრენდი დედამიწას შემდეგი შემოდგომის ძიებაში. image

. მურმან ლებანიძე- "ფოთლები"(ნაწყვეტი)

ჰოი, ჭრელო ფოთლებო, ვეფხისტყაოსნებო!

ჰოი, ჭრელო ფოთლებო, მართლა საოცრებო!

კურთხეული იყოს ჯერ ხომ თქვენი დასი,

მერე ვინც იცოდეს, ქვეყნად თქვნი ფასი!

. თამაზ მეტრეველი- " შემოდგომა"

მინდოდა მეგრძნო შემოდგომა თავის სისავსით,

რომ შერჩენოდა ეს ფერები რომელიც ჰქონდა...

ნაკადულების ნაპირებზე ბზინავდა ხავსი,

და ალუბალი მაყვლის ბარდთან სიზმრებზე ბჭობდა...


ჟინჟლავდა, სუსხი ძველებურად ძვლებში ატანდა...

ჩამოდიოდა მთის წვერიდან დაბლობში ნისლი...

ბოლოქანქარა დახტუნავდა ბებერ ატამთან

და თუთის ფოთლებს გაყინვოდა ძარღვებში სისხლი...


გადაბმულ ვაზებს აეწიათ თითქოს საყელო,

წნელის ღობეს კი გარღვეოდა მკერდთან პერანგი...

სარკმელს აჰკვროდა იასამნის შიშველი ღერო

და ყეფდა ძაღლი მეზობლისა ხმის ჩახლეჩამდი...

. გალაკტიონ ტაბიძე- "დგება ნაზი შემოდგომა"

დგება ნაზი შემოდგომა და მეც სევდით ვეგებები...

შეიცვალა ირგვლივ რაღაც... მაგრამ რაა, რომ ვერ ვხვდები?!

ოქროს ფოთლებს ხეივნებში ფერხული აქვთ, როგორც ძველად...

როგორც ძველად, მთვარიან ცას ღიმი უკრთის მიმზიდველად...

როგორც ძველად, ნიავ-ქარი დასრიალებს ჩემს მახლობლად,

ჭკნობის სუსხი ახლოვდება... მხოლოდ მე ვარ ეხლა ობლად...

იყო ჩემთან... ჩემთან იყო ის თვალები... ის ღიმილი,

როგორც შორი მოჩვენება, ვით ზმანება ნაზი, ტკბილი...

აღარ არის... გაზაფხულის ყვავილებთან ერთად მოკვდა

და ეგ გულიც უჩვეულო დარდ-კაეშნით ამიტოკდა.

ფერმილეულ შემოდგომას მარტოდ-მარტო ვეგებები...

ველოდები ნახულ სახეს და ლოდინში ვკვდები... ვკვდები!

ვარსკვლავთ შუქი დაიცარა და განელდა მიმქრალ ცაში,

მხოლოდ მთიებს ისევე აქვთ იქ სინათლე და კაშკაში...


0
220
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0