x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138464
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი
სისხლის საერთო ანალიზი ყველაზე გავრცელებული ტესტია მსოფლიოში, ალბათ ყველა ადამიანს ქონია მასთან შეხება ერთხელ მაინც.

რას ზომავს იგი?

➠ სისხლის წითელ უჯრედებს (ერითროციტებს)

➠ ჰემოგლობინს

➠ ჰემატოკრიტს


➠ სისხლის თეთრ უჯრედებს (ლეიკოციტებს)

➠ თრომბოციტებს

რატომ? სისხლში არსებული უჯრედების ეს ტესტი გვეხმარება მრავალი დაავადების დიაგნოზის დასასმელად. იგი გვიჩვენებს ანემიასა და სხვა სისხლის დარღვევებს და შეუძლია სხვადასხვა ინფექციების გამოვლენა.

რამდენი ითვლება ნორმად:

სისხლის წითელი უჯრედები (ერითროცტები)

4.32 - 5.72 ტრილიონი უჯრედი/ლიტრში (კაცები)

3.90 - 5.03 ტრილიონი უჯრედი/ლიტრში (ქალი)

ჰემოგლობინი

135 - 175 გრამი/ლიტრში (კაცი)

120 - 155 გრამი/ლიტრში (ქალი)

ჰემატოკრიტი

38 - 50 % (კაცი)

34.9 - 44.5 % (ქალი)

სისხლის თეთრი უჯრედები (ლეკოციტები)

3.5 - 10.5 მილიონი უჯრედი/ლიტრში

image

როგორ წავიკითხოთ შედეგები

სისხლის წითელი უჯრედები, ჰემატოკრიტი და ჰემოგლობინი - სამივე პარამეტრი მონაწილეობს ჟანგბადისა და ნახშიროჟანგის ტრანსპორტირებაში. ამ პარამეტრების დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს ანემიაზე. ხოლო პირიქით მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა ნიშნავდეს პოლიციტემიას ან გულის დაავადებებს.ასევე უჯრედების ფორმა არის მრავალი დაავადების განსაზღვრის ფაქტორი.

სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) - ეხმარება ადამიანს სხვადასხვა დაავადებებთან და ინფექციებთან ბრძოლაში. მისი დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოწვეული იყოს სიმსივნური პროცესებით, იმუნური დაავადებებით, ძვლის ტვინის პრობლემებით, ან უბრალო წამლისადმი რეაქცით. ხოლო მისი მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია ინფექციებით და ანთებით.

თრომბოციტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სისხლის შედედებაში როდესაცმაგალთად ხელს ვიჭრით. თრომბოციტების ძალიან დაბალი რაოდენობა შესაძლოა მიუთითებდეს მგლურაზე ან ლეიკემიაზე. გადაჭარბებული რაოდენობა ძალზე იშვიათია.

image

0
321
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0