მოვლენები Victoria Secret-ის ჩვენების ჩინური ვერსიის შემქმნელებს პედოფილიის პროპაგანდაში დასდეს ბრალი 2019, 8 ოქტომბერი, 15:04
ჩინეთში უკვე რამდენიმე წელია რეგულარულად ტარდება საბავშვო “მოდების ჩვენება", რომელში მონაწილეობას 5 წლის მოდელებიც კი იღებენ.
ისინი პოდიუმზე ვიქტორია სეკრეტის ჩვენების მსგავსად, სექსუალური დეკორითა და საცვლებით გამოდიან.
ბოლო დროს აღნიშნული ღონისძიების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები ვრცელდება, ვინაიდან ბევრის აზრით, ჩვენება ხელს უწყობს ბავშვების სექსუალურ კონტექსტში წარმოჩენას, რაც პედოფილებსაც აღუძრავს მათ მიმართ ინტერესს. არსებობს მემარცხენე სალონური ჟურნალი, რომელიც ამტკიცებს, რომ პედოფილია უნდა იქნეს მიღებული საზოგადოების მიერ, როგორც ალტერნატიული სექსუალური მიმართულება. ამავე ჟურნალში Todd Nickerson-ი წერდა, რომ ეძებდა ძიძის სამუშაოს, ამავდროულად აღნიშნავდა, რომ მას წინა სამსახურში 5 წლის აღსაზრდელი შეუყვარდა. არიან ადამიანები, რომლებიც პედოფილიას არა დანაშაულად, არამედ გადახრად მიიჩნევენ, ვინაიდან ბევრის აზრით, პედოფილიას ტვინში ჩავარდნებიც იწვევს. აღსანიშნავია კევინ სპეისთან დაკავშირებული სკანდალი. მას ბრალად ედებოდა 15 ბიჭზე ძალადობა, რომელთაგან ზოგი არასრულწლოვანი გახლდათ. საზოგადოების ცნობიერება კი იმდენად შეიცვალა, რომ ისინი ყურადღებას არა არასრულწლოვანზე ძალადობაზე, არამედ კევინ სპეისის ორიენტაციაზე ამახვილებდნენ. 2011 წელს ბლოგერი Jack Minor-იც წერდა, რომ საზოგადოებამ პედოფილიის ფაქტიც იგივე ჩარჩოში მოაქცია, რაშიც ლგბტ ორიენტაციაა მოქცეული, მათ დაიწყეს საუბარი, რომ პედოფილია ორიენტაციის მსგავსია, აღნიშნულზე მიუთითებდა TFTP-იც. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზროვნება ვითარდება და გარკვეული ტიპის ქმედებებისა და სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანების მიმართ შემწყნარებელი გახდა, პედოფილიის გამართლება ყველა დროს გაუმართლებელი უნდა იყოს, ვინაიდან საქმე ეხება გონებრივად და ფიზიკურად ჩამოუყალიბებელი არასრულწლოვანის უფლებებს, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში იმის უნარიც არ შესწევს, რომ გააცნობიეროს მის მიმართ ჩადენილი კრიმინალი. 178 2-ს მოსწონს
|