მოვლენები კაილი ჯენერი სრულიად გაშიშვლდა, თავისი ახალი ხაზის - Kylie Skin-ის დასარეკლამებლად 2019, 15 ივლისი, 13:09 21 წლის მილიარდელი ვარსკვლავი, კაილი ჯენერი ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე, თავის მდიდარ მეგობრებთან ერთად, აღნიშნავს ახალი თავის მოვლის საშუალებების ხაზის - Kylie Skin-ის წარმატებით გაყიდვას.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის პროდუქცია მაისში გამოვიდა და კვირას, მარაგი სრულიად ამოიწურა.
გოგონები კუნძულებზე პირადი თვითმფრინავით გაემგზავრნენ, სურათებში აგრეთვე ჩანს, რომ კაილის სკოტ ტრევისთან, კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს. მოგზაურობაში კაილის საკუთარი შვილი, სტორმიც ახლდა. კაილიმ კვირას ინსტაგრამზე განათავსა საკუთარი ფოტო, სადაც ის სრულიად შიშველია. ფეხებგადაჯვარედინებული ზის შადრევანის წინ, პალმის ხეებით გარშემორტყმულ ეზოში, სახე დაფარული აქვს უზარმაზარი შლიაპით, ცალი ხელით კი მკერდს იფარავს. 1333 1-ს მოსწონს
|