საქართველო შტაინმაიერის ვიზიტი და რუსეთის დიპლომატიის გამარჯვება 2019, 7 ოქტომბერი, 14:54 გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში ჩამოვიდა და ჩამოიტანა, უფრო სწორად თუ ვიტყვით, წინ წაიმძღვარა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ ვიზიტის არსს და მიზანს წარმოადგენს. გაზეთ "კვირის პალიტრას" მან ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ვკითხულობთ: რა თქმა უნდა, შტაინმაიერი
ჩვენ გვახსოვს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის უარყოფითი შეფასებები საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თაობაზე. გვახსოვს ასევე ექსპერტების შეფასებები, თითქოს ეს შეხვედრა იყო წამგებიანი და
გასულ სამშაბათს, 1-ლ ოქტომბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამ ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნებას და განაცხადა:
"სრულად მხარს ვუჭერ გაკეთებულ არჩევანს, რომ რუსეთი დარჩეს ევროპის საბჭოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი ახლოს არის ევროპულ ჰუმანიზმთან. რუსეთი ფუნდამენტურად ევროპული ქვეყანაა", - ასეთი იყო ემანუელ მაკრონის სიტყვები.
გავიხსენოთ ისიც, რომ იმავე დღეს უკრაინამ, რუსეთმა და უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა (საუბარია ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებზე) წერილობითი თანხმობით დაადასტურეს თანხმობა ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის ამოქმედებაზე. მოკლედ თუ ვიტყვით, ეს არის მოდელი, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწყოს უკრაინაში კონფლიქტის რეგულირება - დონბასის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომლის დროსაც ეს ტერიტორია განსაკუთრებულ სტატუსს მიიღებს, ხოლო თუ არჩევნების შედეგებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია აღიარებს, მაშინ განსაკუთრებული სტატუსი (რეალურად ფართო ავტონომია) მუდმივი გახდება.
აქ აღარ დავაკონკრეტებ ე.წ. ფორმულის დეტალებს. უბრალო დამკვირვებლისთვისაც ნათელია, რომ ამ შემთხვევაში უპირატესობას იღებს რუსეთის მხარე. რატომ? რუსეთისთვის სავსებით მისაღებია ე.წ. რესპუბლიკებს დონეცკსა და ლუგანსკში ფართო ავტონომია ჰქონდეთ. ამით ის ერთხელ და სამუდამოდ ხაზს გადაუსვამს უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრების პროცესს და პრობლემაც მოგვარდება.
ამ ფონზე ისიც საინტერესოა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი მიესალმა ფორმულაზე თანხმობას და იმედი გამოთქვა, რომ ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში სამიტი მალე ჩატარდება.
შევაჯამოთ - რას ვხედავთ ევროპის წამყვანი ქვეყნების მხრიდან საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით? იხილეთ ვრცლად 391 შეფასება არ არის
|