საქართველო სად გადის წითელი ზღვარი ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით? 2019, 11 სექტემბერი, 17:31 ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებამ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სამართლიანი აღშფოთება და შეიძლება ითქვას, დაბნეულობაც გამოიწვია. მართლაც, ნუთუ შესაძლებელია ალიანსის წევრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე და იმის იმედის ქონა, რომ შემდეგ, ოდესმე ეს ტერიტორიები ისევ დაგვიბრუნდება?
საუბარი ამ მიმართულებით და ვერსიები იმაზე, რომ საქართველოს შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს ისე, როგორც ეს მოხდა თავის დროზე გერმანიის შემთხვევაში, დიდი ხანია მიმდინარეობს. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს
რა იყო ძირითადი ბატონი რასმუსენის განცხადებაში?
1. მთავარი პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატო-ს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა.
2. თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს, მაგრამ მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში;
3. ეს რისკია, მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო-ში?
ჩემთვის, როგორც ბლოგის ავტორისთვის, ჩნდება კითხვები, რომლებზე პასუხს რასმუსენი არ ან ვერ გაგვცემს. მაგალითად, არის მისაღები ნატო-ს წევრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე? ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მომავალში ეს ტერიტორიები საქართველოს დაუბრუნდება და ნატო-ში ერთიანი საქართველო გააგრძელებს არსებობას? როგორი იქნება ან როგორ დარეგულირდება პოტენციურად ნატო-ში წევრობის შემდეგ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიით, რომლის მუშაობა ნაყოფიერია, მაგრამ არ არის საკმარისი? იხილეთ ვრცლად 60 შეფასება არ არის
|