კრემლისა და სუკ-ის(КГБ-ს) დაკვეთით აქედანაც დაიწყეს გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა!
ილია მეორე ე.წ. "ეროვნული კონგრესის" მომხრეთა "ეროვნულ ყრილობაზე", სპორტის სასახლე, თბილისი, 23-26 მაისი, 1990 წელი. სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, არ მიეღოთ უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა და მოსახლეობასაც მოუწოდეს არჩევნების ბოიკოტისაკენ. ეს იყო კრემლის გეგმა, რაც ფაქტიურად კომუნისტებს კიდევ უფრო უხანგრძლივებდა ხელისუფლებაში ყოფნას. ყრილობამ „მრგვალი მაგიდა“ დაადანაშაულა ეროვნული ინტერესების ღალატში და ქართველი ერის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. ეს იყო ეროვნული კონგრესის მომხრეთა "ეროვნული ყრილობის" პირველი შეკრება და მისი კურთხევა, პატრიარქის მიერ, სპორტის სასახლე, 1990წ.
კრემლის სცენარით მიმდინარე პუტჩისტური ოპოზიციის თავყრილობები, ყოველთვის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა. სადაც ილია მეორეს საპატიო ადგილი ეჭირა ხოლმე. ედუარდ შევარდნაძის მოფიქრებული გეგმით, მომავალში ეროვნული კონგრესი, უნდა ყოფილიყო ზ. გამსახურდიას ეროვნული მოძრაობის გასანეიტრალებელი და მასთან დაპირისპირებული ორგანო. მისი ხელისულებაში მოსვლის შემთხვევაში კი, მომავალი პუტჩისტების საკოორდინაციო და მმართველი ორგანო.
უზენაესი საბჭოს არჩევნებში, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ეროვნული მოძრაობის გამარჯვების შემდეგ, კონგრესის მომხრეებისა და მხედრიონის მხრიდან მალევე დაიწყო სხვადასხვა პროვოკაციული გამოხდომები. 1991წ. 16 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში ცეცხლი დაუშინეს პრეფექტურის შენობას და დაჭრეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე. მილიციამ ამ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა „მხედრიონის“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რამდენიმე წევრი. 20 თებერვალს „მხედრიონის“ კახეთის სადროშოს წევრებმა, სროლა აუტეხეს ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ საქართველოს შსს და საგარეჯოს შს განყოფილების თანამშრომლები, რაზეც მათ სროლითვე უპასუხეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ როგორც მილიციის, ასევე „მხედრიონის“ წევრები. ამის გამოც დაჩქარდა, მხედრიონისთვის იარაღის ჩამორთმევის ოპერაციები, რომელიც შეიარაღებული შეტაკებების გარეშე განხორციელდა. მილიციამ „მხედრიონის“ წევრებს ჩამოართვა ავტომატები, კარაბინები, სხვადასხვა სისტემის რევოლვერები, პისტოლეტები, გადაჭრილი თოფები და სხვა იარაღი, საბრძოლო ვაზნებთან ერთად, ასევე „მხედრიონის“ წევრების მიერ გატაცებული რამდენიმე მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა და ჯავშანტრანსპორტიორები. 1991წ. თებერვალში ოპერაციების მსვლელობის დროს დააკავეს ჯაბა იოსელიანი და „მხედრიონის“ სხვა ლიდერები. 1991წ. თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯაბა იოსელიანი მომავალში ხმამაღლა განაცხადებს: ზვიად გამსახურდიას დროს, როცა მძიმე დღეები გვედგა, ილია II-მ შემოგვთავაზა “მხედრიონი” საეკლესიო ჯარად გადავაკეთოთო.
1991 წლის 21 დეკემბერს, კრემლის მიერ მართულმა ოპოზიციონერებმა სასტუმრო თბილისში და ქაშუეთის ეკლესიის ეზოში დიდძალი იარაღი შეიტანეს. 22 დეკემბერს კი მთავრობის სახლზე შტურმი დაიწყეს. ქაშუეთის ეზოდან ჭურვებს უშენდნენ პარლამენტის შენობას. მათ მშვენივრად იცოდნენ ქაშუეთის ეკლესიის მიმართულებით, კანონიერი ხელისუფლება საპასუხო ცეცხლს არ გახსნიდა. ზვიად გამსახურდიამ 6 დღის მანძილზე, რამდენჯერმე გაუგზავნა დელეგაცია საპატრიარქოში ილია მეორეს, რათა პატრიარქს მოეწოდებინა მაინც პუტჩისტებისთვის, შეეწყვიტათ შეტევა მთავრობის სახლზე და დაწყებულიყო მოლაპარაკება. ამის სანაცვლოდ ილია მეორემ თავი მოიავადმყოფა და უარი უთხრა ზვიად გამსახურდიას დახმარებაზე. ერთ-ერთმა დელეგაციამ საპატრიარქოში ვიზიტისას, დაჟინებული თხოვნით მიმართა საპატრიარქოს, რათა მათ მოეწოდებინათ ოპოზიციისთვის, დაეცალათ ქაშუეთის ტაძარი იარაღისგან. აქაც იგნორირება და უყურადღებობა დახვდათ და ბოლოს ისიც უპასუხიათ, არ გვცალია ბიბლიაზე ვმუშაობთო. ილია მეორემ და საპატრიარქომ არც დახმარება გაუწია კანონიერ ხელისუფლებას და არც თავისი წარმომადგენელი გააგზავნა ოპოზიციის ბანაკში.
დახმარების მაგივრად და იმის მაგივრად, რომ საპატრიარქოს განცხადების დონეზე მაინც დაეგმო, შეიარაღებული პუტჩი. რითაც ბევრი ადამიანის სიცოცხლეს მაინც გადაარჩენდა. ამის სანაცვლოდ 1992 წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე "სიხარულის ბანკეტი" გადაიხადეს საპატრიარქოში, სადაც სასულიერო ელიტა ერთმანეთს ულოცავდა კანონიერი ლეგიტიმური ეროვნული ხელისუფლების დამხობას. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის გამო სიხარულს, არც მალავდნენ საპატრიარქოში. ამ "სიხარულის ბანკეტზე" მათ ლოცვა კურთხევა მისცეს, თავის არქიმანდიტ სოკრატე ჯულუხიძეს, რათა ბანკეტის შემდგომ გამოსულიყო ტელევიზიით და ქართველი ხალხისთვის მიელოცა საჯაროდ ზვიად გამსახურდიას დამხობა, ამ სიტყვებით: „ გილოცავთ დღეს სატანა გაძევდა საქართველოდანო!“
ბოროტებას და სიკეთეს, მართალსა და მტყვანს, რომ ვერ ანსხვავებს ეს ხალხი ეს გასაგებია. რადგანაც კრემლის მიერ დაგეგმილი პუტჩი სიკეთე ეგონათ, ხოლო გამსახურდიას ხელისუფლება კი ბოროტება. თუმცა გასაგებია ისიც, რომ სასულიერო ელიტა კრემლისა და ედუარდ შევარდნაძის დაკვეთით მოქმედებდა. ამავე დროს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯაბა იოსელიანი პატრიარქისთვის ხომ "დიდი პატრიოტი და გმირი პიროვნება" იყო. ედუარდ შევარდნაძე კი "საქართველოს გადამრჩენელი". აი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის, სისხლიანი ტირანი და დიქტატორი სტალინი, პატრიარქისთვის დიადი და გენიალური ადამიანია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ილია მეორის ოთახში (კელიაში), ქრისტეს ხატისა და მისი მშობლების ფოტოს გვერდით სტალინის სურათია ჩამოკიდებული. აგრეთვე სასულიერო პირები ადასტურებენ იმასაც, რომ თვითონვე აქვთ ნანახი პატრიარქის მისაღებში სტალინის სურათი.
სატანურ ხიბლში მყოფ ამ ფსევდო-მართლმადიდებლურ, ფსევდო-ქრისტიანულ სამღვდელოებას და სასულიერო ელიტას, დასავლეთი უდიდესი ბოროტება ჰგონიათ, ხოლო აპოკალიფსის "ბოროტების იმპერია", ე.წ. "ერთმორწმუნე" ფსევდო-მართლმადიდებლური, ფსევდო-ქრისტიანული რუსეთი კი, უდიდესი სიკეთე.
სატანურ ხიბლში მყოფნო ფარისეველნო! როცა შეხვდებით უფალს, თქვენზეა ნათქვამი უფლის სიტყვები: " მე თქვენ არ გიცნობთ! " (მათე თ.7 მ. 21-23. ლუკა თ.13 მ. 24-27).
" მე თქვენ არ გიცნობთ! "
მათე თ.7 მ. 15-20 " ხე ნაყოფით იცნობა "
" ცრუწინასწარმეტყველი ნაყოფით იცნობა "
თ.7 მ.15 " ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. მ.16 მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან ბირკავადან ლეღვს? მ.17 ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. მ.18 არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება; და არც ცუდ ხეს კარგი ნაყოფის გამოღება. მ.19 ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. მ.20 ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ. "
მათე თ.7 მ. 21-23 " მე თქვენ არ გიცნობთ! "
" ყველა არა, რომელიც მეუბნება: უფალო! უფალო! "
თ.7 მ.21 " ვინც მეუბნება: 'უფალო, უფალო!' ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს. მ.22 ბევრი მეტყვის იმ დღეს: 'უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?' მ.23 მაშინ მე განვუცხადებ მათ: 'მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.' "
იხილეთ იგივეზე ლუკა თ.13 მ. 24-27.
და კიდევ, სანამ ჩვენმა ბერებმა(მამა გაბრიელიც მათ შორის) არ ასტეხეს ერთი ამბავი, ჩვენს საპატრიარქო არც ფიქრობდა ეკუმენიზმის საბჭოდან გამოსვლაზე!..