ასტროლოგია ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - 7-8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი 2019, 7 ოქტომბერი, 12:16 ასტროლოგი ხათუნა ნოელი 7-8 ოქტომბრის ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავაზობს და ხვალ მოსალოდნელ ახალმთვარეობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვაძლევს: 7 ოქტომბერი: ცაზე მერკურისა და ურანის ზუსტი ოპოზიცია დგება, რაც გვაიძულებს მეამბოხეობი გავხდეთ და არსებულ წესებს დავუპირისპირდეთ. მოუთმენლობა, ჩარჩოების დანგრევის და ცვლილებების უზომო წყურვილი შესაძლოა ცოტა უადგილოდაც ჩანდეს გარედან, მაგრამ ეს ჩვენი შინაგანი აფორიაქებულობის შეგრძნებების ბრალია და დღეს ამას ვერსად გავექცევით. ეცადეთ მოჭარბებული ენერგიის ნაკადი კონსტრუქციულ არხში გადაუშვათ, მაგალითად, დაკავდეთ რაიმე გონებრივი სამუშაოთი, იკითხოთ ფანტასტიკის ჟანრის წიგნი, ან ანალოგიური მიმართულების ფილმს უყუროთ. მით უფრო, რომ წინასწარ დაწყობილი გეგმები მაინც შესაცვლელი გაგიხდებათ დილიდანვე, რადგან ზემოთ ნახსენები ასპექტის გარდა, დღეს მზისა და სატურნის კვადრატიც იყრის თავს. მნიშვნელოვან საბუთებს დღეს ხელს არ ვაწერთ, ისეთს, რაც ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. მშენებლობას, რემონტს არ ვიწყებთ, ძვლოვან სისტემას არ ვმკურნალობთ. ახალი ნაცნობობის გაბმასაც ვერიდებით. ვფრთხილობთ საჭესთან და გადასასვლელებზე. ჰო, ტექნიკაც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს... ფიზიკურად დიდად არ ვტვირთავთ ორგანიზმს. სწავლის დაწყება - არა, სამოგზაუროდ წასვლა - არა, უფროსობასთან კამათი - არა. მნიშვნელოვანი საყიდლები - არა. დანარჩენი ყველაფერი დასაშვებია. არ მითხრათ ახლა, რაღა დარჩაო... დარჩა და ბევრი რამ... 8 ოქტომბერს ახალმთვარეობაა - ახალი მთვარე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ექცევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი. 8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს ახალი ენერგიით აავსებს. სასწორის ზოდიაქოს ნიშანს, ასტროლოგიის მიხედვით, სიყვარულის მფარველი პლანეტა, ვენერა განაგებს და მიუხედავად ვენერას რეტროგრადირებისა, ახალმთვარეობის დროს თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა გამყარდება და რომანტიკული მაგიით აივსება. სასწორის ზოდიაქოს ნიშანი მშვიდობასთან, სიყვარულთან და ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებთან ასოცირდება. განსაკუთრებული შარმი, სოციალური თვალსაზრისით აქტივობა, კომუნიკაცია - ეს არის სასწორის მთავარი ენერგეტიკა და ახალი მთვარის პერიოდში ეს საკითხები წინა პლანზე წამოიწევს. იგრძნობთ სიმშვიდესა და ბალანსს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასწორი მართალია საუკეთესო დიპლომატია, მაგრამ ამავდროულად, ცოტა მშიშარაა, ამიტომაც უნდა ეცადოთ, რომ ურთიერთობებში შიშმა არ შეგიპყროთ. დაკავდით რაიმე სახელოვნებო საქმიანობით. არაუშავს თუ საკუთარ თავში მსგავს ნიჭს ვერ პოულობთ. გააკეთეთ ისე, როგორც გამოგდით. არ არის აუცილებელი პიკასო იყოთ, დახატეთ ისე, როგორც შეგიძლიათ, ეს დიდ შვებას და სიმშვიდეს მოგანიჭებთ. იქნებით უფრო მომხიბვლელები და გარშემომყოფების აღფრთოვანების ობიექტები გახდებით. გირჩევთ, გაალამაზოთ თქვენი საცხოვრებელი გარემო სხვადასხვა ფერებით, ყვავილებით, მოუსმინოთ მუსიკას, ეცადოთ დრო საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ ჩაცმის სტილს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ არ ჩაიცვათ მუქიფერის სამოსი. მხიარულ და ღია ფერებზე შეაჩერეთ არჩევანი. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ კონფლიქტები აირიდოთ თავიდან. ეცადეთ სამომავლო გეგმებზე სწორედ ამ დღეს ისაუბროთ. ასტროლოგების მტკიცებით, თუ მომავალს ახალი მთვარის დროს დავგეგმავთ, ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მოხდება და აუცილებლად მივიღებთ ცხოვრებისგან იმას, რაც გვსურს. რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 19 ნოემბრამდე - "კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობების მოსაგვარებლად"ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 241706 შეფასება არ არის
|