x
image
beko777
ლელა წურწუმიას 50 - ციფრები, რეალობა და ხშირად გაფანტული „ღამის სიჩუმე“
imageრაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უნდა ვაღიაროთ ქართული ესტრადა „ბნელ 90-იანებში“ უფრო ხშირად გვანებივრებდა სხვადასხვა კონცერტებით თუ კლიპების პრეზენტაციით. არცთუ ისე მცირე იყო ქართველი მომღერლების და ჯგუფების სიაც, ბევრი მათგანი უბრალოდ მივიწყებას მიეცა, მათივე პასიურობის გამო, ზოგმა მეზობელ ქვეყნებში არჩია მუსიკალური კარიერის გაგრძელება, ზოგი საერთოდ შეეშვა ამ საქმეს და საკუთარი თავი სხვა საქმეში იპოვა, ზოგიერთი მათგანი კი, დღესაც არ კარგავს აქტუალობას... - თანაც საქართველოში.

4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში, ლელა წურწუმიას 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სოლო-კონცერტი გაიმართა. თავიდანვე ვიტყვით - კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. თუ მაყურებელთა რაოდენობით ვიმსჯელებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლელა დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსმენელში.

„შრომა ყოველთვის ფასდება“ - ეს ფრაზა ნამდვილად შეესაბამება წურწუმიას და მის კარიერაში განვლილ რთულ გზას. მომღერალი მყარი ნაბიჯებით უწყობს ფეხს თანამედროვეობას და ეს, მის კონცერტზეც აისახა ამჯერადაც, - ის, განსხვავებული ჟღერადობით წარდგა მსმენელის წინაშე, პირველად შედგა ლელა წურწუმიას კომპოზიციების და დუეტ HOLY MOLY-ს, ლაშა ყიფშიძისა და თინა ჯანელიძის საერთო ნამუშევრების, ელექტრონული ვერსიების პრეზენტაცია.

პერფორმანსს აფორმებდა თეა დარჩიას ცეკვის სახელოსნო „თედასი“ და Mess dance studio. საღამოს შემოუერთდნენ და ლელასთან ერთად დუეტებით წარდგნენ - ნოდიკო ტატიშვილი, სტეფანე და დუეტი „ჯორჯია“...
მომღერლების რაღაც კატეგორია კი, უბრალოდ სტუმრის სტატუსით ესწრებოდა კოლეგის 50 წლის საიუბილეო საღამოს, მათ შორის ჩვენმა კამერამ - ცისანა სეფიაშვილი, თიკა ჯამბურია და თიკა ფაცაცია დააფიქსირა.
უცნაურად აჟიტირებული შეიძლება დაერქვას მამულიჩას, თითქოს პირველი კონცერტი ყოფილიყოს ისე ნერვიულობდა, ცქმუტავდა, ცდილობდა ყველაფერი საკუთარი ხელით შეემოწმებინა, აშკარად პიკიც ჰქონდა გადაღლილობის, - რაც ალბათ ამ კონცერტის მზადების პროცესის ბრალი იყო.


თავიდან ყველას ვეკითხებოდით, რამდენად ელოდნენ სპორტის სასახლის შევსებას, ან უბრალოდ - ბევრი ხალხის მოსვლას მომღერლის კონცერტზე, - კონცერტის დაწყებამდე ნიჰილიზმი აშკარად იგრძნობოდა, რაც ალბათ იმის მიზეზია, რომ ქვეყნის ზოგადი მდგომარეობის გამო, ყველას ეგონა, „რადროს სიმღერა და კონცერტებია“ - მაგრამ როგორც „დიდი მიშა“ ამბობდა ხოლმე, (საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი) - ნუურას უკაცრავად, ვეერ მოგართვით, - რამეთუ სპორტის სასახლე იმ დღეს, ლელას 8000-ამდე მსმენელით გაიძეძგა...

აი, კონცერტის ბოლოს დასმულ ჩვენს იგივე კითხვაზე კი, უკვე ყველა ამაყად და თავაწეული აფიქსირებდა - ხომ ვამბობდი, აი ხომ ვთქვი გაივსება-თქო :))) - მოკლედ ფაქტი ერთია - ხალხს ყელში ამოუვიდა პოლიტიკა, ეკონომიური გაჭირვება, ტირილი და შიმშილი და გამოსავალი კვლავ - მუსიკაში და ხელოვნებაში ნახა...

და თუ რა მიიღო ამ ხალხმა 4 ოქტომბერს ლელასგან, ეს ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ ექსკლუზიურ და ერთადერთ სრულყოფილ რეპორტაჟშში შეგიძლიათ ნახოთ, ბესო ჩუბინიძის გადაცემაში „ორმაგი სახე“ ამ ლინკზე - https://www.youtube.com/watch?v=uVNyc-GfMgQ&feature=youtu.be

ლელა ფაჩულია (ჟურნალისტი)

imageimageimage

0
234
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0