სხვა საკუთარი კატის ნერწყვში არსებული ბაქტერიების გამო 6 წლის გოგონა სიკდილს ებრძოდა 2019, 7 ოქტომბერი, 8:29 ![]() ექვსი წლის გოგონას ხელში პატარა ბურთი ეკავა იმ დროს, როდესაც კატა ტაიგერმა კბილები ჩაარჭო ხელში. ეს არ იყო აგრესია, ეს იყო თამაში. გოგონას დედამ გაიგონა რა მისი ყვირილი, მოირბინა და მაშინვე დაუმუშავა ჭრილობა.
ალისა ჰადსონს თამაშის დროს კატამ უკბინა და საშიში ინფექცია პასტერელეზი გადასდო, რის გამოც ბავშვი კინაღამ დაიღუპა, იუწყება Telemundo. ![]() თუმცა, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ალისას მაინც სტკიოდა ხელი. ამიტომ მამამ, მაიკლმა ბავშვი ექიმთან წაიყვანა. მეორე დღეს ინგლისის ხალლის სამეფო ლაზარეთის ტრავმატოლოგიური განყოფილების ექიმებმა მამას უთხრეს, რომ ჭრილობა დაინფიცირებულია და საჭიროა საერთო ნარკოზის ქვეშ გასუფთავება. ანალიზებმა აჩვენა, რომ პატარა დაინფიცირდა საშიში ბაქტრიით - Pasteurella, რომელიც როგორც წესი, კატის ნერწყვშია. ეს ზოონოზური ინფექციაა, მიმდინარეობს მთელი ორგანიზმის მწვავე ინტოქსიკაციით, ციებ-ცხელებით, ართრიტით, ოსტეომიელიტით. პასტერელეზის სეპტიკური ფორმისას მაღალია ინფექციურ-ტოქსიკური შოკის ალბათობა, ასევე არსებობს ლეტალური დასასრულის ალბათობაც.
![]() ექიმებმა განმარტეს, რომ მოუწევთ დაინფიცირებული ქსოვილის მოშორება და ალისა სამი დღე დარჩება საავადმყოფოში. „ალისა ყვიროდა და არავის აკარებდა მის ხელთან. ჭრილობაში კი ჩირქი ჩანდა უკვე“, -მოგვითხრობს დედა. ერთსაათიანი ოპერაციის შემდეგ 48 საათის განმავლობაში ალისა ანტიბიოტიკებს ვენიდან ღებულობდა, შემდეგი ორი კვირა უკვე აბების სახით დაუნიშნეს. თავიდან გოგონას დედა თვლიდა, რომ მედპერსონალი აზვიადებდა სიტუაციას. ახლა კი ის ყველა დედას სთხოვს, ყურადღებით მოეპყროს შინაური ცხოველების ნაკბენს მაშინაც კი, თუ ის უმნიშვნელოდ მოეჩვენაბათ. საბედნიეროდ, ალისას ხელი გართულებების გარეშე აღდგა. ის და ტაიგერი კვლავ განუყრელი მეგობრები არიან.
![]() ჯანმრთელი ბავშვების ორგანიზაცია აღწერს Pasteurella-ს, ბაქტერიულ ორგანიზმს, რომელიც აღმოჩენილია კატების უმრავლესობის პირში, ზოგიერთ ძაღლსა და სხვა ცხოველებში. მან რბილი ქსოვილების სერიოზული ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს და დასრულდეს სეფსისით ან მენინგიტით. თქვენ იცოდით ამ ინფექციის შესახებ? იხილეთ ასევე:
383 8-ს მოსწონს
|