კულტურა საიდუმლო გამჟღავნდა: ცნობილი გახდა მეგან მარკლისა და მისი პირველი მეუღლის განქორწინების ნამდვილი მიზეზი 2019, 6 ოქტომბერი, 21:45 გასული წლის 19 მაისს ყველაზე დიდი ხნის ნანატრი მოვლენა - პრინცი ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის საქორწინო ცერემონია შედგა. ალბათ, გახსოვთ სრულიად მსოფლიო მათ რომანს როგორ აქტიურად განიხილავდა.შეყვარებულები მთელი წლის განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ, და აი, როგორც იქნა ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა და მეგანი, სასექსის ჰერცოგინია გახდა. თუმცა, როგორც თავადაც იცით, ეს მსახიობის პირველი ქორწინება არ არის, ერთხელ ის უკვე დაქორწინებული ამერიკელ პროდიუსერზე ტრევორ ენგელსონზე იყო.მათმა ქორწინებამ მხოლოდ 2 წელს გასტანა, თუმცა, წყვილი ურთიერთობაში 9 წელზე მეტხანს იმყოფებოდა. შეყვარებულებს ყველაფერი იდეალურად ჰქონდათ, ისინი ერთი შეხედვით საკმაოდ ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდნენ, თუმცა ყველაფერი ერთ წამში დასრულდა.2013 წელს, 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეებმა განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს, წყვილის დაშორების ოფიციალურ მიზეზად კი, განსხვავებული ინტერესები დასახელდა.
თუმცა, როგორც წყვილის მეგობრები ამტკიცებენ, სწორედ ერთმანეთისგან შორს ყოფნა, მათ ვერ გადაიტანეს: მეგანს გარკვეული პერიოდით ტორონტოში გადაბარგება მოუწია, სადაც მსახიობი სერიალ "ფორს მაჟორის" გადაღებებით იყო დაკავებული.ტრევორი მასთან ურთიერთობის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში, ყველანაირად ცდილობდა, ურეკავდა, შეტყობინებებს უგზავნიდა, მასთან შეხვედრის ყველა გზას ეძებდა. თუმცა, თავბრუდამხვევმა კარიერამ და პოპულარობამ მეგანი რადიკალურად შეცვალა. როგორც ამბობენ, ურთიერთობა საკუთარ მეუღლესთან მას სწორედ ამ უეცარმა "თავსდამტყდარმა" წარმატებამ გაუფუჭა.რთულია რომელიმე მხარეს დაუჯერო, თუმცა ფაქტი ერთია, სასექსის ჰერცოგინიას პირველ მეუღლესთან განქორწინების რეალურ მიზეზს ჩვენ ვერასდროს გავიგებთ.740 1-ს მოსწონს |