ქალი და მამაკაცი საქმრომ ქორწილის ხარჯები ვითომ გადაიხადა,შემდეგ კი უკვალოდ აორთქლდა 2019, 6 ოქტომბერი, 11:09 25 წლის ინგლისელმა როზანა ტომასმა ქორწილის ფოტოგრაფისგან შეიტყო, რომ საქმროს საქორწინო ხარჯები არ ჰქონდა გადახდილი. 35 წლის საქმრო როზანას უმტკიცებდა, რომ გადაიხადა 7 ათასი ფუნტი სტერლინგი საბანკეტო დარბაზში, სადაც უნდა გამართულიყო ქორწილი, თუმცა ქორწილამდე ოთხი დღით ადრე ფოტოგრაფმა დაურეკა საპატარძლოს და ჰკითხა, ხომ არ გადაიდო ქორწილი?სწორედ მისგან შეიტყო, რომ საქმროს ფული არ ჰქონდა გადახდილი.
თვითონ ახალგაზრდა ქალმა აიღო ვალები და დახარჯა 10 ათასი ფუნტი სტერლინგი საქორწილო კაბისთვის, ხელისმომკიდეს კაბისთვის, ყვავილებში, სამკაულებში და სხვა ათას წვრილმანში.ამჟამად როზანა ინტერნეტით ყიდის იმ აქსესუარებს, რომელიც ქორწილისთვის შეიძინა, რომ ვალების ნაწილი მაინც დაფაროს.
როზანამ და მისმა 35 წლის საქმრომ Tinder-ით გაიცნეს ერთმანეთი, როდესაც გაიგო, რომ გოგონა დაფეხმძიმდა, შესთავაზა ცოლობა და ქორწილის გადახდა, მამაკაცი იმასაც უმტკიცებდა როზანას, რომ მიეტოვებინა სამსახური, რადგან თვითონ მარტო შეინახავდა ოჯახს, აგრეთვე საპატარძლოს და მის ოჯახს უთხრა, რომ შეიძინა სახლი, სადაც ისინი მალე ერთად იცხოვრებდნენ.
როგორც ცნობილი გახდა მან გააყალბა საბანკეტო დარბაზის ქირაობის კვიტანცია, არამზადა საქმრომ მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ბლეფი წინასწარ ჩაფიქრებული ჰქონდა, უფლება მისცა საცოლის ოჯახს ესესხა დიდი რაოდენობის ფული, რითაც ორმაგად აზარალა.
როზანამ გაქცეული საქმროსგან გოგონა გააჩინა, როგორც თვითონ აცხადებს, ბავშვის დაბადებამ ახალი მოტივაცია მისცა გააგრძელოს ცხოვრება.
343 3-ს მოსწონს
|