x
image
მატასი
მე რომ შენ მიყვარდე (ადრესატის გარეშე)
image























მე რომ შენ მიყვარდე გავიღვიძებდი დილით ადრე რომ მეყურებინა შენ როგორ გძინავს ან მოგაჩვენებდი თავს მძინარედ რომ შენ გეყურებინა.

მე რომ შენ მიყვარდე ავდგებოდი ადრე და გაგიკეთებდი ყავას და შეგიწვავდი კვერცხს სანამ სამსახურში წახვიდოდი რო გესაუზმა.


მე რომ შენ მიყვარდე ხანდახან სამსახურში დაგაგვიანდებოდა...

მე რომ შენ მიყვარდე ვიჩხუბებდი შენთან ბალიშებით, ხშირად გცემდი და გაგაბრაზებდი

მე რომ შენ მიყვარდე ჩავიცვამდი შენს ტანსაცმელს, მერე რა რომ დიდი მექნებოდა ბევრად

მე რომ შენ მიყვარდე მეყვარებოდა ყველა შენი მეგობარი გარდა გოგოებისა

მე რომ შენ მიყვარდე ვუყურებდი შენთან ერთად ფეხბურთს, დავლევდი ლუდს და ხმამაღლა ვიყვირებდი : გოოლ!!!

მე რომ შენ მიყვარდე ვისწავლიდი შენი საყვარელი საჭმელების გაკეთებას და გაგიმზადებდი(მხოლოდ დაბადების დღეზე)

მე რომ შენ მიყვარდე ვერ გაგიშვებდი

მე რომ შენ მიყვარდე დავლევდი შენთან ერთად კალვადოსს ჩვენს საყვარელ ბარებში

მე რომ შენ მიყვარდე წავიკითხავდით წიგნს ერთდროულად

მე რომ შენ მიყვარდე ვიხეტიალებდი თბილისის ქუჩებში შენთან ერთად, მოვივლიდი მთელს საქართველოს და მერე წავიდოდით ევროპაში

მე რომ შენ მიყვარდე ვიცხოვრებდი შენთან ერთად თუნდაც სარდაფში, როგორც ოსტატი და მარგარიტა

მე რომ შენ მიყვარდე გიყიდიდი ტრუსებს, საათს და ადიკოლონს

უფრო ხშირად ტრუსებს

მე რომ შენ მიყვარდე ვისეირნებდი მთელი ღამე თოვლიანი ცის ქვეშ შენთან ერთად

მე რომ შენ მიყვარდე ვუყურებდით ერთად ფილმებს, იმედია შენც კარგი გემოვნება გექნებოდა

მე რომ შენ მიყვარდე გავსუქდებოდი ცოტათი

მე რომ შენ მიყვარდე როგორ მოვიწყენდი უშენოდ

და როგორ ვინერვიულებდი, როცა დაიგვიანებდი ან ტელეფონი გამორთული გექნებოდა

მე რომ შენ მიყვარდე ხანდახან მიგატოვებდი, რომ ძალიან მომნატრებოდი

და რომ მიყვარდე გაგიჩენდი შვილებს რამდენიმე წლის მერე ოღონდ

მე რომ მიყვარდე ვიქნებოდი შენს გვერდით ჭირში, ლხინში, სუფრაზე და ლოგინში

მე რომ მიყვარდე შენ თუ გეყვარებოდი

17
223
8-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
223
  
2012, 27 აგვისტო, 23:07
აჰამ. :))
2012, 27 აგვისტო, 16:27
საუკეთესოა!! დანარჩენი ვინც ცდილობს არ სჰეიყვაროს ან უკვე მწარედ დაშორდნენ, ან უბრალოდ ცხოვრებაზე არაფერი იცის. ზოგის აზრი კი უბრალოდ ცხოვრების საწინააღმდეგოდ ცურვაა და სხვა რა გზაა, სიყვარულს უპირისპირდება. სიყვარული იმისთვის არსებობს ვისაც სჯერა, ასე რომ მორჩით ისეთი სისულელეების წერას როგორიცაა "არ შეიყვარო," აბა რაგა ჯანდაბა უნდა აკეთო? :)
2012, 31 ივლისი, 14:52
შEიცვალე
ასწორებს :D
2012, 31 ივლისი, 14:43
არ ვიცოდი. მაშინ მეც შევიცვლი :D
2012, 31 ივლისი, 14:23
მე შეცვლილი მაქვს უკვე :D
არ იცოდი ? :D
2012, 31 ივლისი, 11:23
:DD ორიენტაცია შევიცვალო?
2012, 31 ივლისი, 11:23
არა არ მიყვარს მელოდრამები და საერთოდ სენტიმენტალური რაღაცეები. და ვერც შეყვარებულობას ვერ ვიტან. ნასკები არა ის და არც ფეხები.ფუჰ
2012, 31 ივლისი, 1:46
:) მე რომ შენ მიყვარდე, ნასკებსაც გაგირეცხავდი და ფეხებსაც აგილოკავდი... მელოდრამები გიყვარს ალბათ ხო?
2012, 31 ივლისი, 0:13
მე აქ არ ვარ ტო ?
2012, 31 ივლისი, 0:01
მაპოვნინე აბა :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10