x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბოდიპოზიტივი თუ მორიგი "ბლეფი", რომელსაც მისი სახელით გვთავაზობენ

image


დღესდღეობით, ბოდიპოზიტივი (ბოდიპოზიტივი - წარმოადგენს მოძრაობას, რომელიც საკუთარი სხეულის მიღებაზე და უკვე არსებული სტანდარტებისგან, განსხვავებული ადამიანების მიმართ საზოგადოების ნეგატიური სტერეოტიპების დამსხვრევაზეა მიმართული) მსოფლიოში ისე ყვავის როგორც არასდროს... მსუქნები, უკვე მსუქნებად აღარ ითვლებიან.... ყველანაირი სხეული იდეალურად ითვლება.. "პლუს -საიზ" მოდელებზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, როგორც არასდროს... მემგონი ფუმფულებმა, პოპულარობით გამხდრებსაც კი აჯობეს.. რა არის ეს? ნუთუ მოდის სახლებს გონება გაუნათდათ და არსებული სილამაზის სტანდარტები გადააფასეს? თუ კვების მაგნატების მიერ ჩვენს "გამოსაკვებად" წარმოებულ, გლობალურ შეთქმულებასთან გვაქვს საქმე?


image


რა თქმა უნდა, ნამდვილად სასიხარულოა, როცა ფემინიზმი, ისევე, როგორც ბოდიპოზიტივი ლოზუნგს - "შენი სხეული - შენი საქმეა" მხარს აქტიურად უჭერს. ეს ნამდვილად დასაფასებელია!


image


თუმცა, ცოტა გაუგებარია, როდესაც სრულიად სამყარო ერთის მხრივ, ბოდიპოზიტივის აქტიურ დამცველად გამოდის, ხოლო მეორე მხრივ "პლუს- საიზ" მოდელების სხეულს ფოტოშოპში ისე ამუშავებს რომ მათგან მხოლოდ სახელი და გვარი რჩება, ეს, ალბათ დამეთანხმებით, რომ უკვე ორმაგი სტანდარტია, რომელიც ბოდიპოზიტივის ცნებისგან საკმაოდ შორს დგას. გოგონების ფოტოებს კომპიუტერული დამუშავებისას არა მხოლოდ ცელულიტს აშორებენ, არამედ წელის ზონასაც კი უწვრილებენ და ჭარბწონიანი ადამიანების შესახებ საზოგადოებას, მცდარ წარმოდგენას უქმნიან, რაც სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების ტოტალური მოტყუება.


image



ცნობილ, ტაბლოიდურ ჟურნალებში ალბათ, თქვენც არაერთხელ შეგიმჩნევიათ, მოდელების სრულ სხეულზე - არარეალურად თხელი, ლამაზი სახე, გლუვი კანითა და წვრილი წელით, რაც მოჩვენებითი ბოდიპოზიტივის კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია.



image


სილამაზე, ისევე როგორც გემოვნება ყველას განსხვავებული აქვს. ვიღაცას მაგალითად გამხდარი გოგონები მოსწონს, ვიღაცას კი პირიქით - მსუქნები ხიბლავს, მაგრამ ერთის, მეორეთი "გასაღება" უკვე ბოდიპოზიტივი ნამდვილად არ არის, ეს უბრალოდ "ბლეფია".


image



0
510
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
510