x
image
_K_
რა ხდება, როცა ფსიქოპათებს უყვარდებათ?
imageკვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 1% ფსიქოპათია. მათ, როგორც წესი, განსხვავებული ემოციების გამოხატვასთან აქვთ პრობლემა, განსაკუთრებით ემპათიის, სევდისა და შიშის. ამის მიუხედავად, ფსიქოლოგებს სჯერათ, რომ ფსიქოპათებსაც შეიძლება შეუყვარდეთ, როგორც ყველა ჩვენგანს. თუმცა, მათი სიყვარულის გამოხატვის გზა და ურთიერთობაში მოქცევა სხვა ადამიანებისგან ნამდვილად განსხვავდება.


ფსიქოპათია არ არის გარკვეული, ამოხსნილი, ნათელი თემა. თუმცა, გვინდა, სტატიაში გაგაცნოთ ფსიქოპათის სიყვარულისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანი, რაც ეჭვგარეშეა. თავად გადაწყვიტეთ, ფსიქოპათის სიყვარული რეალურადაც ისეთი რომანტიკულია თუ არა, როგორადაც ფილმებში გვაჩვენებენ.








1. ფსიქოპათებს შეუძლიათ სხვა ადამიანის სიყვარული.

ფსიქოლოგების მიხედვით, ფსიქოპათიის რამდენიმე დონე არსებობს. თუ ადამიანს მძიმე ნიშნები არ აღენიშნება, მას სიყვარული შეუძლია. შეიძლება, ფსიქოპათი თავს მარტოსულადაც გრძნობდეს და ჰქონდეს მოთხოვნილება, უყვარდეთ. თუმცა, მათთვის რთულია ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რადგან ემოციური მიჯაჭვულობის ნაკლებობას განიცდიან და სხვა ადამიანებისთვის გულის გადაშლა უჭირთ.

image








2. მათი ურთიერთობა ტრადიციულისგან განსხვავებულ მიზეზებზეა დაფუძნებული.


რადგანაც ფსიქოპათებს ადამიანთან ემოციურად დაახლოება და ურთიერთობაში ინტიმურობის შექმნა უჭირთ, უმეტესად ირჩევენ ურთიერთობებს, რომლებიც ერთობლივ საზოგადოებრივ აზრებსა და სამყაროს ხედვაზეა დაფუძნებული. მათი პარტნიორები ფრთხილად უნდა იყვნენ: ფსიქოპათები უკიდურესად ეგოისტები არიან და საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად პარტნიორით მანიპულირებას ცდილობენ.

image








3. ფსიქოპათებს შეიძლება ურთიერთობის ჩამოყალიბების სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ ეს ხშირად არ გამოსდით.

ფსიქოპათები ხშირად გამოხატავენ ე.წ. "დაახლოების თავიდან აცილების" სტილს. მათ არ გამოსდით ემოციური კავშირის შექმნა სხვა ადამიანთან, რადგან არ აქვთ ემპათიისა და სიმპათიის გამოხატვის უნარი. ფსიქოპათებს არ შეუძლიათ, სხვა ადამიანებს დაეყრდნონ და ხშირად მათ თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ.

image








4. ფსიქოპათებს არ შეუძლიათ, ემოციური მხარდაჭერა გაუწიონ პარტნიორს.

ფსიქოლოგების აზრით, ფსიქოპათები ხშირად არ განიცდიან შიშსა და სტრესს. რადგანაც თავად არ აქვთ მსგავსი ემოციები, ცდილობენ, სხვა ადამიანებისადმი გამოხატონ ემპათია და გაიგონ მათი გრძნობები. კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოპათს შეუძლია, იზრუნოს სხვა ადამიანზე, მაგრამ მარტო იმ შემთხვევაში, თუ ეს სიამოვნებას ანიჭებს.

image








5. ფსიქოპათები მოკლეხნიან ურთიერთობებს ამჯობინებენ.

ფსიქოპათები "სწრაფი ცხოვრების სტრატეგიას" მიჰყვებიან. ისინი მოკლეხნიან ურთიერთობებს ამჯობინებენ, სადაც ემოციურ მიჯაჭვულობას ადგილი არ აქვს. ისინი ნაკლებად დაინტერესებულები არიან, ძალისხმევა ჩადონ გრძელვადიანი და ძლიერი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, რომელმაც შეიძლება ქორწინებამდეც მიიყვანოს. ფსიქოპათები უმეტესად პირველ ვარიანტს ირჩევენ, რის გამოც მათთვის რთულია ცხოვრების მუდმივი პარტნიორის პოვნა.

image








6. ფსიქოპათებმა იციან, როგორ იმანიპულირონ პარტნიორით და ამას აკეთებენ კიდეც.

ფსიქოპათებს შეუძლიათ, ადვილად წაიკითხონ ადამიანების აზრები და გაიგონ მათი ზრახვები. მათ იციან, ნებისმიერ სიტუაციაში როგორ იყვნენ მომხიბვლელები და როგორ იგრძნონ თავი კომფორტულად, რაც მათ მშვენიერ მანიპულატორებად აქცევს. აღსანიშნავია, რომ ასეთი ქმედების დროს ფსიქოპათებს საერთოდ არ აქვთ დანაშაულის გრძნობა, რადგან საკუთარ თავზე არიან კონცენტრირებულები და არ ანაღვლებთ, რომ მათმა ქცევამ შეიძლება სხვებს ზიანი მოუტანოს.

image








7. მათი სიყვარული შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს.

რადგანაც ფსიქოპათებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ პარტნიორთან ურთიერთობის ღრმა ეტაპზე, ასეთი სიყვარული შეიძლება ორივე მათგანისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს. ფსიქოპათებს ახასიათებთ იმპულსური ქცევები და ემოციურად გაუწონასწორებლები არიან. მანიპულატორად ყოფნა და ემპათიის ნაკლებობამ შეიძლება ფსიქოპათის პარტნიორის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა გაანადგუროს, ურთიერთობა კი არასტაბილური და დაძაბული გახადოს.

image








8. მათი გრძნობები და საქციელი შესაძლოა დროის გასვლასთან ერთად გაუმჯობესდეს.

კარგი ამბავი ისაა, რომ ფსიქოპათის ქცევები შესაძლოა გაუმჯობესდეს, თუ მას ამისთვის საკმარისი მოტივაცია ექნება. ფსიქოლოგებს სჯერათ, რომ რომანტიკამ და იმ ადამიანებთან ურთიერთობამ, რომლებიც სიყვარულს გამოხატავენ ფსიქოპათების მიმართ, მათ შეიძლება ასწავლოს, როგორ გახდნენ ემპათიურები ხალხის მიმართ და გაუუმჯობესდეთ სოციალური ურთიერთობების ხარისხი.

image

თქვენ ოდესმე გქონიათ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც ფსიქოპათი თვისებები ჰქონდა? გაგვიზიარეთ♥


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 7 ნიშანი იმისა, რომ ბავშვი ფსიქოპათად იზრდება

image


2. თუ ეს 9 თვისება გაქვთ, ესე იგი ცუდი ადამიანი ხართ

image


3. 12 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები აკეთებენ (თუ 3 პუნქტი მაინც ემთხვევა, თქვენს ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება)

image

1
257
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
257
  
2019, 15 ოქტომბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1