შოუბიზნესი კოლინ ფარელი-”ბიჭი ბომჟი” 2012, 31 ივლისი, 10:19 კოლინ ჯეიმს ფარელი (Colin James Farrell) დაიბადა 1976 წელს 31 მაისს დუბლინში, ირლანდიაში. მოზარდი კოლინი განსხვავდებოდა ჭირვეული ხასიათით – სკოლაში სიარულის მაგივრად ერჩივნა მეგობრებთან ერთად ადგილობრივ ბარებში ჯდომა, მაარიხუანას ეწეოდა და მაღაზიებში ქურდობდა. ჩვიდმეტი წლის ასაკში ის სკოლიდან გააგდეს მასწავლებელთან ჩხუბის გამო, რომელმაც კოლინს გაკვეთილზე მძინარეს წაასწრო და ბოდიშის მაგივრად ნაცემი აღმოჩნდა. ამ ინციდენტის შემდეგ ის ერთი წლით წავიდა მეგობრებთან ერთად ავსტრალიაში. დაბრუნების შემდეგ სამსახიობო ხელოვნების სკოლაში დაიწყო სიარული და უმნიშვნელო კინო როლებს იღებდა. თუმცა 1999 წელს შედგა მის პირველი სერიოზული კინოროლი თრილერში 'The War Zone', რის შემდეგაც მისი პოპულარობისკენ მიმავალი გზა ხსნილი გახდა. 2001 წლის ივლისს ფარელმა ცოლად მოიყვანა მსახიობი ამელი უორნერი, თმცა მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და ამავე წლის ნოემბერს წყვილი განქორწინდა. სექტემბერს 2003 წელს კანადელმა მოდელმა კიმ ბროდნეივმა ფარელს ბავშვი გაუჩინა, რომელსაც ჯეიმსი დაარქვეს.მეორე შვილი კი მსახიობ Alicja Bachleda-Curus-ისგან შეეძინა 2009 წელს რომელსაც ჰენრი დაარქვეს. 396 4-ს მოსწონს
|