x
image
თამილა გურაშვილი
საშინელებათა სახლი-როგორ კურნავენ ნიგერიაში ნარკოდამოკიდებულებას

image
ასობით ნიგერიელ სტუდენტზე წამებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტებია დემონსტრირებული ისლამური საგანმანათლებლო ცენტრების მიერ, რაც ხშირად სცილდება ხელისუფლების კონტროლს.


როგორც CST command-ი იტყობინება, გასულ კვირას ჩრდილოეთ ნიგერიის ქალაქ კადუნაში პოლიციამ აღმოაჩინა სხვადასხვა ეროვნების 300-ზე მეტი ჯაჭვებით დაბმული ახალგაზრდა. ეროვნულმა პრესამ ამ ადგილს საშინელების სახლი უწოდა.


დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიჩ თავს რეფორმატორებს უწოდებენ, აიძულებენ მათ იცხოვრონ არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში. ისინი მათ ყურანს ასწავლიან მათი ცხოვრების ხელახლა გადაკეთების მიზნით. - აცხადებს კადუნას სახელმწიფო პოლიციის უფროსი.

ახალგაზრდა მამაკაცები იპოვეს ფეხებით და მკლავებით მიჯაჭვული, მათი სხეულები დაფარული იყო სისხლჩაქცევებითა და ნაწიბურებით. ასევე, არის ცნობები სექსუალური ძალადობის შესახებ.



”თუ გაქცევას ეცდება ვინმე, ისინი იპოვნიან, ჩამოახრჩობენ ან ციხეში ჩააგდებენ.” - ამბობს ერთერთი მსხვერპლი აბდულა ჰამზა. ჩრდილოეთ ნიგერიაში ალმაჯირის მრავალი ისლამური სკოლა არსებობს, ძირითადად მაჰმადიანურ რეგიონში, რომელიც ღარიბი და მიტოვებულია სახელმწიფოს მიერ. ხელისუფლების აზრით, დაახლოებით ცხრა მილიონი ადამიანი სწავლობს ამ ტიპის სასწავლო ცენტრებში.


თავის განცხადებაში, პრეზიდენტი მუჰამედ ბუხარი, რომელიც თავად მუსლიმია ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონიდან, ასეთ დაწესებულებებს უწოდებს წამების და მონობის ცენტრებს.


"იმისთვის რომ დასრულდეს ეს პრაქტიკა, რომელიც ბავშვებზე ძალადობას იწვევს, ამისთვის საჭიროა, ჩვენმა რელიგიურმა და კულტურულმა ხელისუფლებამ მჭიდროდ ითანამშრომლოს რეგიონულ და ადგილობრივ მთავრობებთან, რათა, დაგმონ და შეაჩერონ ეს ძალადობა, რომელიც ცნობილი იყო აქამდე, მაგრამ ჩვენი საზოგადოება იგნორირებას უწევდა ამას დიდი ხანია. თუმცა, მთავრობამ არ დასახელა რაიმე კონკრეტული ზომები ამ სკოლების აკრძალვისა და მათ ხელმძღვანელებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.


ამ ინსტიტუტების მომხრეები, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ ისინი ღარიბ ოჯახებს სთავაზობენ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, ამბობენ, რომ 186 მილიონიან ქვეყანაში ბევრ ბავშვს არა აქვს განათლების მიღების საშუალება, თუმცა, ნიგეერიაში დაწყებითი სკოლა თეორიულად უფასოა. იუსუფ ჰასანი, რომელიც ჩრდილოეთით კანოში ხელმძღვანელობს ალმაჯირის ფონდს, ამბობს, რომ სკოლების უმეტესობა კადუნის სკოლებს არ ჰგავს.

დირექტორი ჰასანი განმარტავს, რომ არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც იღებენ ახალგაზრდა კრიმინალებსა და ნარკომანებს, რომელთა ოჯახები ფიქრობენ, რომ მათზე ზრუნვა არ შეუძლიათ. ზოგიერთ ცენტრში ისინი მიჯაჭვულები არიან ისე, რომ არ გაიქცნენ. - განმარტა მან.


პარადოქსია, მაგრამ ზოგი პატიმარი ხაზს უსვამს, რომ ეს მათთვის სასარგებლო იყო.

მუჰამედ უსმანი იპოვეს მიჯაჭვული ერთერთ იმ სკოლაში, სადაც მისმა ოჯახმა მიიყვანა იგი 20 წლის წინ, როდესაც იგი ნარკომანი იყო.


”რა თქმა უნდა, მოსწავლეებს სცემდნენ, როდესაც ისინი ცუდად იქცეოდნენ, რაც დაგვეხმარა ქცევის შეცვლაში და სწორ გზაზე დაბრუნებაში.” - თქვა ყოფილმა მოსწავლემ, რომელიც ახლა 45 წლისაა, ახლა კი ამ სკოლის ერთერთი მასწავლებელია. უსმანი ამბობს, რომ მან მიიღო რელიგიური და სულიერი განათლება. ამასთან ერთად გადალახა ნარკომანია.





0
205
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0