სხვა სექს რობოტი 9 ფოტო 2012, 30 ივლისი, 22:11 ერთ ერთ გამოფენაზე რომელიც ჩატარდა ლოს ანჯელესში, კომპანია (ლინკონ პარკმა) ნიუ ჯერსიდან წარმოადგინა, როგორც ისინი ამტკიცებენ, მსოფლიოში პირველი სექს-რობოტი.
ხელოვნური ქალი სახელად როქქსი, მას შეუძლია ელაპარაკოს მის პატრონს და მისი გასაყიდი ფასი იქნება 7000 დან 9000 დოლარამდე.
როქქსის სხეულში ჩამონტაჟებულია სენსორები, რომლებიც რეაგირებს შეხებაზე. მაგალითად, თუკი შეეხებით ხელზე, რობოტი გეტყვით რომ "მე მომწონს შენი ხელის შეხება". როქქსის მეხსიერებაში ჩადებულია მზა ფრაზებისა და ხმების კრებული, რომლებითაც მას შეუძლია თვითონ შეადგინოს სიტყვები დიალოგისათვის, რთული ალგორითმების გათვალისწინებით. პატრონის სხვა და სხვა მოძრაობებზე როქქსი რეაგირებს განსაკუთრებული სიტყვებითა და ხმებით. რობოტის სხეულზე განთავსებულია უამრავი სენსორი, ინფორმაციის დამუშავებაზე, მოძრაობებზე და მთელ სისტემაზე პასუხისმგებელი ლეპტოპია რომელიც მიერთებულია როქქსიზე. ამასთანავე მისი ლეპტოპი ჩართულია ინტერნეტში და მას შეუძლია გაიგოს რაიმე სიახლეები. ასევე რობოტის პატრონს შეეძლება ამოირჩიოს მისი ხასიათის ვარიანტი და მოქმედება, მას შეეძლება შეასრულოს "ველური ფისუნიას" როლი, "ფრიგიდული სტერვა" და ბევრი სხვა როლი. რობოტს შეეძლება ამოიცნოს ირგვლივ მოძრაობა, მაგრამ ჯერჯერობით თვითონ მოძრაობა არ იცის. "ლინკონ პარკის" დამაარსებელის დუგლას ჰაინსის სიტყვებით, სექს რობოტის მთავარი ამოცანა მის პატრონთან კომუნიკაცია და ურთიერთობაა. 105 1-ს მოსწონს
|