x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მიწისქვეშა ქალაქი პირამიდებთან და ქვის სარკოფაგების საიდუმლო
image


ძველი ეგვიპტის შესახებ ინფორმაციას მეცნიერები ძირითადად ბერძნული ისტორიული წყაროებიდან და მითებიდან იგებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია შელამაზებულია ან ბერძნულ რეალობას არის მორგებული. თუმცა, ანალიზის და სწორი მიდგომის შედეგად, ჭეშმარიტების დადგენა მაინც შესაძლებელი ხდება. მაგ., ბერძნულ მითებში მოთხრობილია მფრინავ ნახევრადლომზე, რომელსაც ქალის თავი ჰქონდა და რომ, თითქოს, ეს ურჩხული ქ. ფიბის სიახლოვეს, ერთ კლდეზე ცხოვრობდა. მას ძალიან უყვარდა მოგზაურებისთვის რთული კითხვების დასმა. თუ ადამიანი კითხვაზე სწორ პასუხს გასცემდა, – ურჩხულს უნდა გაეტარებინა. მაგრამ, კითხვები იმდენად რთული იყო, რომ ვერავინ პასუხობდა და ურჩხული მათ ხოცავდა. ასე იყო მანამ, ვიდრე ურჩხულს ოიდიპოსი არ შეხვდა.
ურჩხულმა მას ჰკითხა:

– ვინ დადის დილით ოთხზე, შუა დღეს – ორზე, ხოლო, საღამოს – სამზე?ოიდიპოსმა მას უპასუხა:

– ადამიანი. თუ მისი ცხოვრების დასაწყის დილას ვუწოდებთ, ბავშვობაში, ვიდრე სიარულს ისწავლის, – ოთხზე დახოხავს, როდესაც გაიზრდება, მყარედ დგას ორ ფეხზე – ეს შუა დღეა, ანუ საშუალო ასაკია, ხოლო როდესაც ადამიანი ხანში შედის, ე. ი. მისი ცხოვრების საღამოს, – მას ჯოხის სახით, ერთი ფეხიც ემატება.

კითხვაზე სწორი პასუხის მოსმენის შემდეგ, იმედგაცრუებული ურჩხული კლდიდან გადავარდა და მოკვდა. იმის გამო, რომ ოიდიპოსმა ქალაქი ურჩხულისგან იხსნა, ის მეფედ დასვეს.

ეს ლეგენდა, სინამდვილეში, არა ბერძნული, არამედ, ძველეგვიპტური უნდა იყოს და ის სფინქსს უკავშირდება, რომელიც ჩვენი ცივილიზაციისთვის დღემდე გამოცანად რჩება. გამოცანაა ისიც, რომ ძველ ავტორებს საკუთარ ნაშრომებში არასდროს უხსენებიათ ეს მონოლითური ნაგებობა. არა და, მეცნიერი და მოგზაური არ დარჩენილა ძველ დროში, ეგვიპტეში, თუნდაც ერთხელ რომ არ ყოფილიყო.image

ძველ სამყაროში ყველაზე ცნობილი და აღიარებული სწავლული ჰეროდოტე (ძვ. წ. აღრ. 484 - 425 წწ.) იყო და მან აღიარება და სახელი სიცოცხლეშივე მოიპოვა. მას ყველა პატივს სცემდა, როგორც საბერძნეთში ისე მის ფარგლებს გარეთ. ჰეროდოტემ საკუთარი ფეხით მოიარა აღმ. ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, შავი ზღვის ჩრდ. რეგიონი და აფრიკის ჩრდ. სანაპირო. იყო ეგვიპტეშიც. მაგრამ, სფინქსის შესახებ, არც მის ნაშრომებშია რამე. სამაგიეროდ, ეგვიპტეში მოგზაურობის აღწერისას, ის ახსენებს ხეოფსის პირამიდის ქვეშ მდებარე ტბას, რომლის ცენტრშიც, კუნძულზე, სარკოფაგი იყო მოთავსებული. გამოდის რომ, ჰერადოტე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობდა პირამიდების შესახებ, ვიდრე დღეს თანამედროვე მეცნიერებისთვის არის ცნობილი...

imageთანამედროვე მეცნიერებისთვის კი ცნობილია, რომ გიზის 3 პირამიდა და სფინქსი ერთდროულად არის აშენებული და ეს, სავარაუდოდ, ძვ. წ. აღრ. XI ათასწლეულში უნდა მომხდარიყო. მეცნიერებმა იციან მიზეზიც, თუ რატომ აქვს ქანდაკებას ლომის სახე. ეს მათ სფინქსის მდებარეონის მიხედვით დაადგინეს. მათი აზრით, ეს მონოლითური ნაგებობა, ახალი ეპოქის დაწყების აღსანიშნავად იყო კლდეში გამოკვეთილი. ის აღმოსავლეთით, მზის ამოსვლის წერტილს უყურებს, ხოლო იმ ადგილზე, ღამის ცაზე, ზოდიაქოს თანავარსკვლავედები ჩნდებიან, რომლებიც გამუდმებით, ერთმანეთს ენაცვლებიან.

ამჟამად, დედამიწამ თევზების ეპოქა დატოვა და მერწყულის ეპოქაში გადავიდა, ხოლო როდესაც სფინქსის ქანდაკება იქმნებოდა, პლანეტა ლომის ეპოქაში შევიდა. ეს კი 12000 წლის წინ, ანუ ჩვენს ერამდე 10 000 წლის წინ იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სფინქსის ასაკის საკითხი ჯერ-ჯერობით დახურული არ არის და მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ის შეიძლება 30 ან 60 ათასი წლისაც იყოს (და მასთან ერთად, პირამიდების ასაკიც შეიცვლება, რა თქმა უნდა), ყოველ შემთხვევაში, მასზე არსებული წყლის ეროზიის კვალი, ამ ვერსიის დაშვების საფუძველს იძლევა.


image


ეს რაც შეეხება სფინქსის გარეგნობას და მის ასაკს, მაგრამ რისთვის იყო საჭირო მისი გამოქანდაკება, ან რა საიდუმლოს მალავს ის?

ყველა ჩვენთვის ცნობილმა ხალხებმა (შუმერები, ასირიელები, ელინები, ეგვიპტელები), რომელმაც თავისი არსებობის კვალის დოკუმენტური მტკიცებულება დაგვიტოვა, დედაიწის ათვისება მსოფლიო წარღვნის შემდეგ დაიწყო. წარღვნის დროს კი სფინქსი უკვე იყო! – ასეთია ჰიდროლოგების დასკვნა. მაგრამ, თუ დავუშვებთ, რომ სფინქცი ჩვენთვის ცნობილმა ხალხებმა შექმნეს, მაშინ მათ, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა უნდა ჰქონოდათ, მინიმულ ისეთი, როგორიც ახლა ჩვენ გვაქვს. მეცნიერები უკვე ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ სფინქსი ეგვიპტელებამდელმა ცივილიზაციამ შექმნა...

imageშუმერული ჩანაწერების მიხედვით, ვარსკვლავებიდან ჩამოსული და მესოპოტამიური ცივილიზაციის შემქმნელი, ანუნაკების თავშესაფარი მიწისქვეშა ქალაქი იყო. რომელშიც შესვლა იმ გვირაბით შეიძლებოდა, რომელიც ურჩხულთან იწყებოდა. აღწერილობის მიხედვით, ურჩხული ძალიან ჰგავს სფინქსს. გარდა ამისა, არაერთი ძველი წყარო ადასტურებს მიწისქვეშა ქალაქის არსებობას, რომელშიც აურაცხელი სიმდიდრე იყო დამალული, ხოლო მთავარი სიმდიდრე არამატერიალური – «ცოდნის დარბაზ» იყო, რომელშიც დედამიწის და ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაა დაცული...

გამოდის, რომ, გიზის პლატოს ქვეშ, მიწისქვეშა ქალაქის საპოვნელად, ჯერ სფინქსის ქვეშ ოთახის მოძებნა იყო საჭირი. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ჰერადოტე სფინქსის შესახებ არაფერს ამბობს, შესაძლებელია ძვ. წ. აღრ. V საუკუნეში სფინქსი არც კი იყო, უფრო სწორედ იყო, მაგრამ ის ქვიშით ყოფილიყო დაფარული და მისი არსებობის შესახებ, ჰეროდოტემ კი არა, ეგვიპტელებმაც არაფერი იცოდნენ.

imageსფინქსის საფუძვლიანი კვლევა 30 წლის წინ დაიწყო. 1989 წ. იაპონელმა მეცნიერებმა პროფ. საკუჯი იოშიმურას ხელმძღვანელობით და რადეოლოგიური მოწყობილობის გამოყენებით, სფინქსის მარცხენა თათთან, ვიწრო გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც 2 მ. სიღრმიდან იწყებოდა და ხეფრენის პირამიდისკენ მიდიოდა. იმავე წელს, მიწა იგივე თათის ქვეშ, ამერიკელმა გეოფიზიკოსმა თომას დობეცკიმაც გააშუქა რენდგენის მსგავსი სხივებით. ის ეგვიპტის მხარის მიერ დაგეგმილი ექსპედიციის მიწვეული წევრი იყო. მისმა აპარატმაც დაადასტურა იაპონელების კვლევის შედეგი და მიწის ქვეშ, 5 მ. სიღრმეზე, მართკუთხა ოთახიც აღმოაჩინა. ამის შემდეგ, ეგვიპტის ხელისუფლებამ ექსპედიცია შეწყვიტა და სფინქსის მიდამოებში, არქეოლოგიური კვლევა და სეისმოლოგიური მონიტორინგი აკრძალა...

აკრძალვა უცხოელებს ეხებოდათ, მაგრამ როგორც თვითმხილველები ყვებიან, ეგვიპტელმა მეცნიერებმა სფინქცის ქვეშ აღმოჩენილ ოთახში შეაღწიეს და იქ მხოლოდ დოქი და თოკი დახვდათ. სამაგიეროდ, იატაკში გასასვლელი ნახეს, რომლიდანაც შემდეგ, უკვე მრგვალ ოთახში მოხვდნენ, საიდანაც 3 გვირაბი მიდიოდა, გიზის 3 პირამიდისკენ. ერთ-ერთ გასასვლელში ექსპედიციის მონაწილეებმა სინათლის ველი აღმოაჩინეს, რომელმაც მათ გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. მის სიახლოვეს ადამიანი ცუდად ხდებოდა, უჩნდებოდა გულის რევის შეგრძნება და გონებას კარგავდა. რადგან დამცავი ველი ვერ გადალახეს, ისევ უცხოელი სპეციალისტები მიიწვის. მეცნიერებმა დამცავი ეკრანი გათიშეს და ლაბირინთში შევიდნენ, რომელიც მიწისქვეშა ქალაქისკენ მიდიოდა. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ზედა სართულის ფართობი 130 კვ. კმ-იყო (10 კმ სიგანე და 13 კმ სიგრძე), ხოლო სიღრმეში, ხელსაწყომა 12 სართულიანი ნაგებობის არსებობა დააფიქსირა. ამის შემდეგ, ექსპედიცია ისევ დახურეს... ხოლო, ეგვიპტის ხელისუფლება დღესაც აცხადებს, რომ სფინქსის ქვეშ არანაირი ქალაქი არ არსებობს და აღმოჩენილი სიცარიელე, მხოლოდ ძველი მაღაროების ნაშთებია.

imageმიწისქვეშა ქალაქის გარდა, სფინქსსა და ხეოფსის პირამიდას შორის, მეცნიერებმა მაღარო აღმოაჩინეს, რომელსაც პირობითად, ოსირისის სამარხი უწოდეს. სამარხიდან გვირაბი მიწის სიღრმეში, 30 მ-ზე უფრო ღრმად ჩადის და სარკოფაგების საყრდენი დონით სრულდება. შვეიცარელმა მეცნიერმა ერიხ ფონ დერიკენმა მასში სარკოფაგის 7 სათავსო აღმოაჩინა, – ორ მათგანში, შავი ბაზალტის სარკოფაგები იყო. ამასთან ცნობილია, რომ ამ რეგიონში არც ვულკანია და არც ბაზალტი. თუმცა, გამოცანები ამით არ დასრულებულა...

მეცნიერებმა სარკოფაგების დონის ქვემოთ აღმოაჩინეს ტბა, რომლის შესახებ, თავის ნაშრომში, ეგვიპტიდან დაბრუნებული ჰეროდოტე წერდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სარკოფაგის ზომა გვირაბის ზომას აღემატება, რომლითაც იქ მოხვედრაა შესაძლებელი. სარკოფაგში კი ადამიანის ნეშთი და რამდენიმე თილისმა იყო, მაგრამ ეს არ ჰგავდა სამეფო სამარხს. მეცნიერებმა იდულალი სარკოფაგი ოსირისის საფლავად ჩათვალეს, ხოლო უფრო ღრმად მიმავალი გვირაბი ვეღარ გამოიკვლიეს, რადგან ყველაზე მინიატურულმა რობოტმაც კი, მასში ბოლომდე შესვლა ვერ შეძლო...

ეგვიპტური «მიცვალებულთა წიგნი» (XXI დინასტია, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 1050 წ.) და სხვა წმინდა წიგნები, ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა პირამიდაში: სარკოფაგში წვებოდა ფარაონი ან ქურუმი და სულის მისტერიის გამოცდას გადიოდა. მისი გადალახვის შემდეგ, ის ოსირისს უთანაბრდებოდა. ხოლო, სარკოფაგიდან ამოსული ფარაონი (ქურუმი) განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდა და ამას იმით ხსნიდა, რომ ის ღმერთის ნებას ასრულებდა.


image


ტექნიკური თვალსაზრისით, ამის ახსნა შემდეგნაირად შეიძლება: ფარაონს სარკოფაგში კეტავდნე და ის კლინიკური სიკვდილის მსგავს მდგომარეობას განიცდიდა, – მისი სული სხეულს სცილდებოდა და ზე სამყაროში მოგზაურობდა. იქ სული ცოდნას და გამოცდილებას იღებდა და ამის შემდეგ, ისევ მიწიერ ცხოვრებას უბრუნდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სარკოფაგი ხელსაწყო იყო, რომელიც შიგნით მოხვედრილ ადამიანს ცოდნის მიღებაში ეხმარებოდა (ლეგენდის თანახმად, მსგავსი გამოცდა ალ. მაკედონელმა და ნაპოლეონ ბონაპარტემაც გაიარა. რედ.). სარკოფაგი კი შემადგენლობის მიხედვით განსხვავებული იყო (ბაზალტი, გრანიტი, ოქრო) და ყველა, ყოველთვის პირამიდის ცენტრში, მყარ საყრდენზე იდგა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სხვადასხვა შემადგენლობის სარკოფაგს განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა და სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

ეგვიპტის დიდ პირამიდებში არასდროს უპოვიათ არტიფაქტი, რომელიც მის სამარხის ფუნქციაზე მიუთითებდა. მსგავსი არტიდაქტები მრავლადაა აღმოჩენილი ლუქსორში, – «მეფეთა ხეობაში».

ეგვიპტურ ქრონიკებში ნათქვამია, რომ ყოველი ახალი ფარაონი უბრალოდ კი არ აშენებდა თავისთვის პირამიდას, არამედ ამას იმისთვის აკეთებდა, რომ ღმერთთან კონტაქტი დაემყარებინა და კიდევ იმისთვის, რომ მისი სული პირამიდაში დარჩენილიყო. არცერთი ფარაონი არ აპირებდა პირამიდაში სამარხის მოწყობას. ამისთვის კაიროს ნეკროპოლი – «მიცვალებულთა ქალაქი» არსებობდა...

პირამიდების სამარხებად გამოყენება ძველი ეგვიპტის სახელმწიფოებრივობის გვიანდელ პერიოდში დაიწყეს. იმ დროს სარკოფაგი (ბერძ. σαρκοφάγος (ეგვიპტური სახელი შემორჩენილი არ არის) – «ხორცის მჭამელი») უკვე დაკრძალვის განუყოფელი ნაწილი იყო და მას ფარაონების, ქურუმების და სხვა დიდებულების გარდაცვალების შემთხვევაში იყენებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ მიცვალებული სიცოცხლეში ძალიან ცნობილი და გავლენიანი პირი იყო, მის მუმიას, ერთდროულად, რამდენიმე სხვადასხვა ზომის სარკოფაგს ათავსებდნენ. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ოქრო, შემდეგ ვერცხლი ან სხვა ლითონი და ბოლოს ქვის სარკოფაგი. რაც იმას ნიშნავს, რომ სარკოფაგმა ძველი დანიშნულება დაკარგა და რიტუალის ნაწილად იქცა. ხოლო, ქურუმები ისე გაძლიერდნე, რომ მათ უკვე აღარ სჭირდებოდათ «გამოცდის ჩაბარება», ხალხის და თვით, ფარაონების სამართავად.


imageimageimageimageimageimageimage








0
634
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0