ასტროლოგია რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 19 ნოემბრამდე - "კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობების მოსაგვარებლად" 2019, 4 ოქტომბერი, 13:26 ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ ტენდენციასთან დაკავშირებით გვაფრთხილებს:
"4 ოქტომბერი, პარასკევი. მარსი იცვლის ნიშანს, სასწორში გადადის, სადაც 19 ნოემბრამდე დარჩება. სასწორი მეომარი მარსისათვის სუსტი ადგილია. ამიტომ დიდი აქტიურობის პერიოდი ალბათ არ იქნება, თუმცა კარგი დროა თანამშრომლობისთვის, ამავე დროს ხელს უწყობს სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობების მოგვარებას. ბევრი რამ, რაც სადაო, იყო ახლა შეიძლება, რომ ტაქტით და დიპლომატიით მოგვარდეს.
გაითვალისწინეთ, რომ თითქმის მთელი დღის მანძილზე 4 ოქტომბერს მთვარე უკურსოა 11:33 -21:43-მდე ამიტომ აქტიური საქმეები მომდევნო დღისთვის შემოინახეთ. მითუმეტეს, რომ მთვარე გვიან საღამოს თხის რქის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და შაბათ-კვირა ბევრად უფრო საქმიანი იქნება.
თუმცა არც შაბათს და არც კვირას ცაზე ახალი ასპექტები თავს არ იყრიან, და ეს დღეები ალბათ საკმარისად მშვიდად ჩაივლის".
ასევე ნახეთ:1-7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგანზოდიაქოს ნიშნის მასწავლებლები - სახალისო GIF-ებიროგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები)როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ებიზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ებინახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 241855 შეფასება არ არის
|