x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გია ყანჩელმა ჩემი გადაცემის შემდეგ მარტოხელა მამებს სოლიდური თანხა ჩაურიცხა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
image


ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი კომპოზიტორ გია ყანჩელზე წერს. სოციალურ ქსელში ნანუკამ დაწერა, რომ როდესაც მარტოხელა მამებზე გადაცემა მოამზადა, გია ყანჩელმა ნახა, ტელევიზიაში დარეკა და მარტოხელა მამებს სოლიდური თანხა გადაურიცხა.


„ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი. წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე. მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ. შემდეგ კიდევ დამირეკა ერთ გოგოზე. უკვე ვიცოდით რომ ესეც ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ალბათ მაპატიებს გენიოსი მისი საიდუმლო რომ გავთქვი.

.


გენიოსი რომ იყო ჩვენ კი არა მსოფლიომ იცის, მაგრამ სწორი მოქალაქე რომ იყო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მოვა დრო, ჩემს შვილიშვილებთან თავს მოვიწონებ რომ გია ყანჩელს ვიცნობდი, “ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
,

პოპულარული ქართველი კომპოზიტორი და სახალხო არტისტი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ბოლო ხანს მას გულთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე თვის განმავლობაში ბელგიის ერთ–ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. გია ყანჩელი რამდენიმე წელია ბელგიაში ცხოვრობს.


ორიოდ თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ ულოცავს კლინიკის პერსონალი პალატაში მყოფ კომპოზიტორს 84-ე დაბადების დღეს.


შეგახსენებთ, გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.


1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს ყანჩელი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.


განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანჯელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. გია ყანჩელი ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).


მის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის(1962); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის(1985); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“ (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები); მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვ.

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0