რჩევები სალომე ზურაბიშვილი - "რომელი ჩავიცვა სკანდალის გარეშე???" 2019, 2 ოქტომბერი, 10:39 საქართველოს პრეზიდენტი ირონიულ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში :
"რომელი ჩავიცვა სკანდალის გარეშე?" და აზიარებს ბალენსიაგას ახალი 2020 წლის კოლექციიდან რამდენიმე კაბას.
სავარაუდოდ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში გაეროს ასამბლეაზე ვიზიტის დროს, დონალდ და მელანია ტრამპებთან გადაღებული ფოტოს გამოეხმაურა, რა დროსაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა პრეზიდენტს დაუწუნა არა მარტო ჩაცმულობა, არამედ დგომის პოზაც.
სხვათა შორის, კომენტარებში მომხმარებლების უმეტესობამ ირონიითვე უპასუხა პრეზიდენტს: " გრიგოლიას ჰკითხეთ, ეგ ეტიკეტში კარგად ერკვევა", "რეფერენდუმი უნდა მაგას", " ნანუკას ვკითხოთ-იცის", "წითელ და თეთრს უკვე მოჰყვა სკანდალი, ოქროსფერი სცადეთ" და სხვა. 109 3-ს მოსწონს
|