შოუბიზნესი "ბედნიერი ვარ და შეყვარებული, მჯერა ამ ურთიერთობის" - ვინ არის ქეთა თოფურიას ახალი შეყვარებული 2019, 1 ოქტომბერი, 17:54 დიდი ხანია რუსული პრესა ქეთა თოფურიას ახალ რომანზე წერს. აშკარაა, რომ ეს მხოლოდ ჭორი არ არის, რადგან ქეთამ "ინსტაგრამზე" რამდენჯერმე აღნიშნა, რომ შეყვარებულია. თუმცა გუფისთან დაშორების შემდეგ, მომღერალმა განაცხადა, რომ ის პირად ცხოვრებაზე არასდროს ისაუბრებდა და ამ დანაპირებს ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავდა, კერძოდ საყვარელი მამაკაცის ფოტო არასდროს გამოუქვეყნებია. რუსული მედიის ცნობით, ქეთას ახალი რჩეული 35 წლის დიპლომატი და ბიზნესმენი ლევ ძენგოვია. წყაროს ცნობით, სწორედ ლევი ხელმძღვანელობს რუსეთის საკონტრაქტო ჯგუფს ლიბიის დასახლებაში. ის ასევე მონაწილეობდა ლიბიის ომის დროს დაკავებული ბელორუსი და რუსი მოქალაქეების გათავისუფლების საქმეში. დიპლომატი წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლისგან მას 2013 წელს ვაჟი ლეონიდი ჰყავს, მეორედ მან 2015 წელს ირინა რაკზე იქორწინა. ქეთამ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა ახალ რომანზე: დიახ, მე ბედნიერი ვარ და შეყვარებული ვარ, მჯერა ამ ურთიერთობის - განაცხადა თოფურიამ. როგორც ჩანს, ქეთას ახალი რომანის დამალვა მობეზრდა და "ინსტაგრამზე" საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: მე შენ მიყვარხარ. ფოტოები ასევე ნახეთ:"ქალბატონი სალომე არის თავისებური ადამიანი... მაგრამ შეცდომაა შავი კოლგოტის ჩაცმა" - მოდის კრიტიკოსი პრეზიდენტის ჩაცმულობაზევასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და შვილები - იუმორისტისა და მოდელის ოჯახური იდილია (+17 ფოტოკოლაჟი)ჩემს შვილებს სოფლის პროდუქტები, ცხენებით ჯირითი და ქართული სიმღერები ძალიან უყვართ - სად და როგორ ისვენებს მერის ოჯახი"ჩვენი ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში" - ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის სიყვარულის ამბავი და ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24391 1-ს მოსწონს
|