x
image
მაია 24
ჩემს შვი­ლებს სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ - სად და როგორ ისვენებს მერის ოჯახი
image

"სოფლის პროდუქტები, ცხენებით ჯირითი, ტყეში სეირნობა, საღამოს კოცონზე სიმინდის შეწვა და ქართული სიმღერები, ეს არის ის, რაც ჩემს შვილებს ძალიან უყვართ", - ამბობს "ამბები.გე"-სთან საუბარში თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე. დიზაინერის თქმით, მისი ოჯახის წევრები საქართველოს კურორტებზე ამჯობინებენ დასვენებას.


image

ანუ­კი არე­ში­ძე:

- მე და კახა ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე ვის­ვე­ნებთ. როცა იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით, თა­ვი­სუ­ფალ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დით. ბავ­შვე­ბიც არ­და­დე­გე­ბის ნა­წილს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ატა­რე­ბენ. აჭა­რა­ში, ბორ­ჯომ­ში და ბახ­მა­რო­ში. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რონ უმე­ტე­სი დრო ზა­ფხულ­ში. ჩვე­ნი ფა­ვო­რი­ტი კუ­რორ­ტი არის ბახ­მა­რო, სა­დაც ივ­ლი­სის ბო­ლოს 3 კვი­რით მივ­დი­ვართ. სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი, ტყე­ში სე­ირ­ნო­ბა, სა­ღა­მოს კო­ცონ­ზე სი­მინ­დის შეწ­ვა და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, ეს არის ის, რაც ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. შე­მოდ­გო­მა­ზე, თუ სკო­ლა გვაძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, კა­ხეთ­ში ჩავ­დი­ვართ. ასე­ვე უყ­ვართ სამ­ტრე­დი­ა­ში წას­ვლა ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან, სწო­რედ ეს არის ჩემ­თვის ის, რა­საც ბავ­შვო­ბის და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი ჰქვია. წელს პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით ყაზ­ბეგ­ში, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი ბუ­ნე­ბით და მომ­სა­ხუ­რე­ბით.



image


- რა­ტომ არის, თქვე­ნი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?

- სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვს. პი­რა­დად ჩემ­თვის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰა­ვით, ბუ­ნე­ბი­თა და ხალ­ხით, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს. სა­დაც არ უნდა წა­ვი­დეთ, ყველ­გან ისე ვგრძნობთ თავს, რო­გორც სა­კუ­თარ ოჯახ­ში. ხალ­ხი არის გან­სა­კუთ­რე­ბით ტკბი­ლი. მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს რაც შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ, ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან გან­ვი­თარ­და. ეს კონ­კუ­რენ­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წე­ლი­წად­ში 7 დღე იტა­ლი­ა­შიც დამ­ყავს ბავ­შვე­ბი, გული მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს­კენ აქვთ. სა­ნამ მე­ო­თხე შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და, და­გეგ­მი­ლი გვქონ­და შა­ტი­ლის, სვა­ნე­თი­სა და თუ­შე­თის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შვი­ლებ­თან ერ­თად, მაგ­რამ ეს მო­მა­ვა­ლი წლის­თვის გა­დავ­დე. უამ­რა­ვი ლა­მა­ზი ად­გი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არ მაქვს ნა­ნა­ხი და ვა­პი­რებ მო­მა­ვა­ლი წლი­დან, ჩემს ბი­ჭებ­თან ერ­თად ვი­მოგ­ზა­უ­რო იმ ჯა­დოს­ნურ ად­გი­ლებ­ში, რომ­ლი­თაც ჩემი ქვე­ყა­ნა არის და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი.


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

ასევე დაგაინტერესებთ:


"ჩვენი ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში" - ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის სიყვარულის ამბავი და ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

0
7729
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
7729
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0