ქალი და მამაკაცი ანდრეი მირონოვის ქალიშვილი საკუთარ შვილის ტოლ ბიჭს გაჰყვა ცოლად 2019, 30 სექტემბერი, 17:54
თეატრის და კინოს საბჭოთა და რუსი მსახიობი, პროდიუსერი მარია მირონოვა, ლეგენდარული ანდრეი მირონოვის ქალიშვილი აქამდე სამჯერ იყო გათხოვილი, ახლა კი მეოთხე ქმარი ჰყავს, რომელიც მისი შვილის ტოლია.
46 წლის მარია მირონოვამ სამჯერ მოასწრო დაქორწინება: პირველად ბიზნესმენ დიმიტრი უდალოვზე, მეორედ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველ დიმიტრი კლოკოვზე. ხოლო მარიას მოკლევადიანი მესამე ქორწინება ჰქონდა მსახიობ ალექსეი მაკაროვთან - თუმცა, თავად მირონოვა ირწმუნება, რომ მას და ალექსეის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ. 2019 წლის სექტემბერში მედიამ მოახერხა გაერკვია, ვინაა მარია მირონოვას ახალი რჩეული. მისი რჩეული ზუსტად მისი 27 წლის შვილის, ანდრეი მირონოვი-უდალოვის ტოლია, რომელმაც ახლახან ითამაშა სამხედრო დრამაში "გადაარჩინო ლენინგრადი" და სერიალში "გოდუნოვი". ფოტოზე:დედა-შვილი -მარია და ანდრეი როგორც "Комсомольская правда" ირწმუნება, მსახიობის მეოთხე ქმარი, ვისგანაც ახლა მარია ბავშვს ელოდება, 27 წლის მსახიობი ანდრეი სოროკა არის. მაშამ მომავალი მეუღლე 2016 წელს გაიცნო, -აღნიშნავს "Комсомольская правда"-სთან ინტერვიუში მირონოვას მეგობარი, რომლის სახელსაც გამოცემა არ ახმაურებს - ორი წლის წინ დაქორწინდა. მერწმუნეთ, მას ჰყავს მშვენიერი ქმარი, რომელსაც არ უყვარს კამერების წინ გამოჩენა, იცავს მას ყველაფრისგან. ოჯახში სრული ჰარმონია და სიმშვიდეა" ფოტოზე:ანდრეი სოროკა-კადრი ფილმიდან "ეშმაკზე მონადირენი" ფოტოზე: მარია მირონოვა და ანდრეი სოროკა 993 4-ს მოსწონს
|