საქართველო "ძაღლი შინ არ ვარგოდაო..." ანუ მიშა ისევ საქართველოს უმიზნებს! 2019, 30 სექტემბერი, 15:00 უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ადგილი აღარ დარჩა. არც აქამდე ყოფილა, მაგრამ ახლა მას უკვე აღარავინ მიიღებს და შესაბამისად, "გეგმა B-ს" ძებნა უწევს.
ჯერ კიდევ მაისში, როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა, ვწერდით, რომ დროის საკითხია, თუ როდის გამოაგდებდნენ მას უკრაინიდან. ოფიციალურად მას არავინ აგდებს, თუმცა არც არავინ იკარებს და უკვე თვითონაც ხვდება, რომ მას იქ მომავალი არ აქვს, პოლიტიკური, რა თქმა უნდა. სხვა მხრივ, შეუძლია დარჩეს და აძლიოს ტყუილ-მართალით ოსტატურად გაჯერებული ინტერვიუები
გავიხსენოთ, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ივლისში გაიმართა, მისმა "ახალი ძალების მოძრაობამ" მხოლოდ 0.48% მიიღო.
"ახლა ოდესაში ვიმყოფები და ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც ქუჩაში ვხვდები მეხვეწებიან მერობაზე. მე აქ გამოკითხვებში ვლიდერობ, ხალხი მეხვეწება, მთავაზობს, მაგრამ ეს არის ერთი თემა. საქართველოში ვიდრე არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, სანამ არ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში", - განაცხადა სააკაშვილმა.
"მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ პატრიოტი", - ასეთია მისი ხედვა და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის თავს ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელად ასახელებს. იხილეთ ვრცლად 93 შეფასება არ არის
|