ასტროლოგია "მძიმე დღეა... მთვარე მორიელშია და ვნებებსა და ეჭვიანობას ამძაფრებს" - 30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი 2019, 29 სექტემბერი, 22:02 ![]() ასტროლოგი ხათუნა ნოელი 30 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და ამ დღესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვაძლევს: "ორშაბათი, 30 სექტემბერი. მძიმე დღეა. ახლოვდება ვენერა-პლუტონის კვადრატი. ეს დღე ნაკლებად შესაფერისია როგორც მსხვილი ინვესტირებისათვის, ისე გართობისთვის, ასევე საშიშია პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევა, რადგან მთვარე მორიელშია და ვნებებსა და ეჭვიანობას ამძაფრებს. დღე ასევე არ გამოდგება: პაემნებისთვის, ახალი რომანტიული ურთიერთობის დასაწყებად; ნიშნობისათვის, ქორწინებისათვის, ჯვრისწერისათვის, იმ ტიპის ხელშეკრულების დასადებად, რომელიც საქმიან პარტნიორობას გულისხმობს; ცუდია სესხის აღება/გასესხება; გამგზავრება; გადაადგილება; სარეკლამო კამპანიების დაწყება; საყიდლებზე წასლა ჯობია გადადოთ. ეს დღე განსაკუთრებით არ ვარგა ქალის ტანსაცმლის, კოსმეტიკის, ან სამკაულების შესაძენად. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ბედმა გაუღიმოთ ვერძებს, მორიელებს და ქალწულებს, რადგანაც მარსისა და თეთრი მთვარის შეერთების 3 დღიანი პერიოდი იწყება". ნასეთ ასევე: მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი - რომელი ზოდიაქოს ნიშნების წარმატების დრო დგებანახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 241352 შეფასება არ არის
|