x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
7 საიდუმლო, რომელსაც ცოლს არ "ანდობენ" მამაკაცები
ყველა გოგო ოცნებობს მგზნებარე და წმინდა სიყვარულზე. ზოგს გაუმართლა და მართლა შეხვდა ის "ერთადერთი", მაგრამ ლაქები მზეზეც კი არსებობს. შესაძლოა სულაც არ იცნობდეთ თქვენს მეორე ნახევარს ისე კარგად, როგორც საჭიროა რომ იცნობდეთ.


image



ჰოდა, მოდით ერთად გავერკვიოთ, რისი დამალვა სჩვევიათ მამაკაცებს საყვარელი ქალებისგან, თუნდაც ის "იდეალური" იყოს.



1. შიშები.



შესაძლოა, ზოგჯერ არ ყოფნიდეთ გამბედაობა თქვენთან გულწრფელი საუბრებისთვის და ამჯობინებს, რომ ყველაფერი თავისთვის შეინახოს და არ გაგიზიაროთ. ამის გამო ნუ დაითრგუნებით.


კაცების ფსიქიკა გოგონებისგან განსხვავებით სხვანაირად არის მოწყობილი. ისინი არ არიან ჩვეულნი წუწუნსა და ტირილს. ის ცდილობს ქალის თვალში გამოიყურებოდეს როგორც სუპერ გმირი და არა როგორც მტირალა ბავშვი. თუ რამე აწუხებს, ცდილობს თავად მოაგვაროს. ნუ დააძალებთ მას რაიმეს თქმას და ნუ მოაბეზრებთ ამით თავს, უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ და მზად ხართ გაუგოთ და დაეხმაროთ.






2. წარსული.


კაცების უდიდეს ნაწილს არ უყვარს თავის წარსულზე საუბარი. თუმცა, მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მეტი ქალი არსებობდა მათ ცხოვრებაში, მით წარმატებული და მიმზიდველია ის. სწორედ ამ მიზეზით, უმეტესი მათგანი უფრო ამძაფრებს და აბევრებს ყოფილების სიას. თუმცა, თუ მამაკაცმა გასაგონად თქვა, რომ არ სურს წარსულზე საუბარი და ამის განხილვა, არ შეაწუხოთ კითხვებით. მთავარი ის არის, რომ ახლა ის თქვენს გვერდითაა და უყვარხათ.






3. ფიქრები, აზრები.


კაცებს ყველაზე ნაკლებად უყვართ ჩხუბი და კონფლიქტი, ამიტომ მათი თავიდან აცილების მიზნით ხშირად იტყუებიან. არასოდეს (ხშირ შემთხვევაში) გაგიმხელთ, რომ დედათქვენი უსამართლოა და ხმამაღლა საუბარი უყვარს (პირობითად), თქვენთან კონფლიქტს არჩევს, რომ ტყუილი თქვას ამის თაობაზე.







4. სხვასთან ფლირტი.


თქვენს რჩეულს შეუძლია გულწრფელად უყვარდეთ, თუმცა უარი არ თქვას კოლეგასთან ან ვინმე ნაცნობთან ფლირტზე. ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ გადაგიყვარათ, არა, უბრალოდ საკუთარ თავს უმტკიცებენ, რომ კვლავ ფორმაში არიან.


გარეგნული სიძლიერის მიუხედავად ისინი ძალიან სუსტები არიან. მათ მუდმივად სჭირდებათ ყურადღება და გარშემომყოფების აღფრთოვანება, ამიტომ მსუბუქი ფლირტი მათთვის ჩვეული მოვლენაა. ეჭვიანობის სცენებს ნუ დადგამთ და სკანდალს ნუ მოუწყობთ, უბრალოდ აგრძნობინეთ თუ როგორი ძვირფასია ის თქვენთვის.






5. შემოსავალი.


ყველა კაცს არ მოწონს საკუთარი შემოსავლების კაპიკ-კაპიკ გამჟღავნება. ამიტომ, ნუ მოსთხოვთ ზუსტი ციფრების დასახელებას. ნუ კითხავთ დანახარჯის შესახებ თუ თავის მოვლის რაიმე საშუალება იყიდა ან ახალი სპორტული ჟურნალი გამოიწერა.







6. უცნაურობები.


ალბათ ყველას გვაქვს რაღაც უცნაურობები, რომლებსაც უმეტესი ჩვენგანი საიდუმლოდ ინახავს. ვიღაცას მოსწონს ცოლისგან ფარულად რაიმე კომედიური გადაცემის ყურება, ვიღაცას აბაზანაში რეზინის ყვითელი იხვის არსებობა. ნუ დატანჯავ საყვარელ ადამიანს კითხვებით, ყველას აქვს თავისი პატარა საიდუმლო და პირადი სივრცის არსებობის უფლება.






7. განზრახვები, გეგმები.


ამბობენ, რომ "სულის სიღრმე ბნელიაო" და არ შეგვიძლია თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანების განზრახვებს "ჩავწვდეთ". შეიძლება მამაკაცი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყოს თქვენთან და იმიტომ არა, რომ შვილები და სიყვარული აკავშიებს თქვენთან, უბრალოდ ის თავს კომფორტულად გრძნობს. თუმცა, ვერც ხანგრძლივი ქორწინებისას ხართ დაზღვეული გაოცებისგან. მაგალითად, ქმარი თქვენგან არ წავა მიუხედავად იმისა, რომ გადაგიყვარათ და არ გეტყვით იმას, რომ "გრძნობა გაცივდა და ცალკ-ცალკე ცხოვრების დროა", რადგან იპოთეკის ერთად გადახდა უფრო მარტივია.



1
604
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
604
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1