საზოგადოება ჭორვილაში ვალერი გელბახიანის ვაჟის ქორწილი მიმდინარეობს 2019, 28 სექტემბერი, 22:43 ვალერი გელბახიანის ვაჟის, გიორგი გელბახიანის გრანდიოზული ქორწილი ამ წუთწებში საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში მიმდინარეობს. ცერემონია ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებულ ფეშენებელურ საბანკეტო დარბაზში იმართება. ცერემონიას პოლიტიკოსების დიდი ნაწილი და არაერთი ცნობადი სახე ესწრება. იქ იმყოფება მარტვილელი მეუფე პეტრე ცაავა. ისინი ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ქორწილს ესწრებიან სხვადასხვა ჟურნალისტები, მათ შორის ელისო კილაძე და დავით აქუბარდია. ფოტოებს თავად ელისო კილაძე ავრცელებს. კილაძის ამ პოსტზე სოციალური ქსელის მომხმარებლები დაინტერესდნენ, ქორწილში მივიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი. თუმცა, ელისო კილაძე მათ პასუხობს, რომ ივანიშვილი ჯერ გიორგის და ნინუცას ქორწილში არ მისულა. მოქალაქეები კითხულობენ, როგორ შევიდა გელბახიანი ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით აშენებულ დარბაზში. იქვე ერთერთი მომხმარებელი წერს: „შენობის ამშენებლის სადღეგრძელო არ დაგავიწყდეთ, ნუ ატკენთ გულს“. - რაზეც ელისო კილაძე პასუხობს: „აუუ, შვილის ქორწილია, რა დროს პოლიტიკაა. რა შუაშია ბიძინას ფინანსები? დარბაზი აუშენა რაიონს! ბოღმამ არ დაგახრჩოთ, ფრთხილად! 712 შეფასება არ არის
|