x
image
მაია 24
27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "თუ ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებთ, წერტილი სწორედ დღეს შეგიძლიათ დასვათ"
image
ასტროლოგი ხათუნა ნოელი 27 სექტემბრის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს:
"პარასკევი, 27 სექტემბერი უკვე ღამის საათებში ზუსტი ხდება მერკურისა და პლუტონის კვადრატი. შესაძლოა გაგიჭირდეთ ძილი. შეგაწუხოთ დამღლელმა, აბეზარმა ფიქრებმა. დილიდან დგება აუცილებლობა რაღაც ცვლილებების შეტანის უკვე დაგეგმილ საქმეებში. აქამდე გაუთვალისწინებელი დეტალების გათვალისწინება. კომერციული საქმეები მიდის ცუდად. შენაძენები სჯობს საღამოს საათებში გააკეთოთ, ისიც აუცილებელი წვრილ-წვრილი ნივთების. შესაძლოა ადამიანების ნაწილმა იგრძნოს ჰაერის უკმარისობა. ეცადეთ ისუნთქოთ სწორად. ხელშეკრულებებზე და სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელის მოწერისას იფრთხილეთ, არ გაგეპაროთ უზუსტობები ანდა შეცდომები. ეს დღე გამოდგება გენერალური წმენდა-დალაგებისთვის, როგორც ნივთების, ისე აზრების, ან მავნე ჩვევების მოსაშორებლად.
თუ სამსახურიდან წამოსვლას აპირებთ, დღეს გადადგით ეს ნაბიჯი. თუ ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებთ, წერტილი სწორედ დღეს შეგიძლიათ დასვათ. საღამოს ეგებ მოახერხოთ და წახვიდეთ თეატრში, კონცერტზე, მიიღოთ დადებითი ემოცია".

ასევე ნახეთ:


0
85
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0