x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
აუცილებლად წასაკითხი, რა სჭირს ერს და რატომ ვერ ვაჩერებთ მისი გაბო**ბის პროცესს...
image

თანამედროვე გოგოების ფსიქოლოგია

პირველ რიგში რით განსხვავდება ქალი და კაცი? კაცის ტვინი და აზროვნება გაწონასწორებული და ლოგიკურია, მაშინ როდესაც ქალის ტვინი და აზროვნება გაუწონასწორებელი და ემოციურია. ქალი მიისწრაფვის მრავალფეროვანი ემოციების შეგრძნებისაკენ და თავადაც აქტიურად წარმოქნის მათ.

ქალი არის ემოციური არსება, ეს არის ის საფუძველთა საფუძველი, რომლისგანაც გამომდინარეობს თანამედროვე გოგოების მსოფლმხედველობა, აზროვნება, ქცევები, ღირებულებები, მიზნები და მისწრაფებები.


ისმის კითხვა როგორ უნდა გავარკვიოთ თუ რა სურს გოგოებს თანამედროვე რეალობაში, ლოგიკურია ალბათ იმის გაფიქრება, რომ უნდა ვკითხოთ მათ... მაგრამ ეს დიდი შეცდომაა, რადგან ქალი არათუ აკეთებს საკუთარი თავის ფსიქოანალიზს, არამედ კატეგორიულად ეწინააღმეგება და განიხილავს მას, როგორც ემოციური ნატურის მექანიზაციას ( ანუ ემოციების რაციონალურად ახსნის მცდელობას ), მაშინ როცა კაცისთვის საკუთარი თავის და ზოგადად გარშემომყოფთა ფსიქოანალიზი ნორმაა. შესაბამისად ხალხში ტყუილად არ არის გავრცელებული ფრაზები: "ქალი ამბობს ერთს, მაგრამ სურს სრულიად სხვა რამ" ან "ქალური ლოგიკის გაგება შეუძლებელია" ან "ქალმა თვითონ არიცის რა უნდა".

ამ პოსტში მე შევეცდები ავხსნა თუ რა უნდა თანამედროვე გოგოების უმრავლსეობას რეალურად და არა ის თუ რას ამბობენ ისინი საჯაროდ ან გეუბნებიან თქვენ პირადად.

მაშასადამე, რა უნდათ გოგოებს?

საზოგადოებაში მიღებულია და ზოგადად გოგოები, რომ გამოკითხო მათ სურთ კაცი, რომელსაც ახასიათებს:

1. სიმდიდრე - ანუ ქალის მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარი;
2. გარეგნობა - ნუ ეს ბანალურია;
3. სოციალური სტატუსი - ანუ რაღაცას უნდა წარმოადგენდე საზოგადოებაში, რაღაც თანამდებობა ან სტატუსი უნდა გეკავოს. მაგ: ცნობილი მომღერალი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი და სხვ...;
4. ერთგულება - ერთგულება არის ქალისთვის გრძელვადიანი ურთიერთობებისა და ასევე შთამომავლობის აღზრდის გარანტია;

ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ამომწურავი პასუხია და შეიძლება აქვე დამთავრება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ყოველივე ზემოთ თქმული რეალურად მეორეხარისხოვანია. თანამედროვე გოგოებს სურს პარტნიორი, რომელსაც ახასიათებს:

1. თავდაჯერებულობა - მამაკაცს თავდაჯერებულობის გარეშე არ ძალუძს ქალის შენარჩუნება;
2. იუმორი - ვინაიდან ქალი არის ემოციური არსება, ის მიისწრაფვის ემოციების რაც შეიძლება ფართო სპექტრის შეგრძნებისაკენ, განსხვავებით კაცისგან რომელიც ძირითადად გაწონასწორებულია ან განიცდის კონკრეტულ ემოციებს ( ან განრისხებულია, ან გახარებულია, ან მოწყენილი და სხვ... ), შესაბამისად იუმორი არის ემოციების ერთ-ერთი საუკეთესო წყარო და პრიორიტეტულია ქალის გონებაში.
3. დამოუკიდებლობა - რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს ქალს არ მოსწონს, როცა კაცი მთლიანად არის მასზე ორიენტირებული და ყველაფერს აკეთებს მისთვის, მას ურჩევნია დამოუკიდებელი კაცი, რომელსაც აქვს სხვა პრიორიტეტები და ქალი არ არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ანუ ადამიანი რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული მიზნები და მათი რეალიზაციისაკენ მიისწრაფვის.
4. მღელვარება - ანუ კაცი რომელიც არასტანდარტულია, თავგადასავლების მოყვარულია - პოეტი, მუსიკოსი, ხელოვანი, ბაიკერი, კონფლიქტური, მოგზაური, "ცუდი" ბიჭი, შესაძლოა კრიმინალიც კი. ასეთი ადამიანისგან ის იღებს ემოციების დიდ დოზებს, რითაც იღებს განსაკუთრებულ სიამოვნებას. ( როგორც ექსტრემალი თვითმფრინავიდან გადმოხტომისას )

თქვენ გგონიათ, რომ ახლა მაინც ამოწურულია თემა, მაგრამ აქაც ცდებით, დარჩა ბოლო ფაქტორი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია და ყველაზე ნაკლებად განიხილება ქართულ საზოგადოებაში, თუმცა ზემოთ ნახსენებ ფაქტორებთან შედარებით, თანამედროვე გოგოების გონებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს:

ეს არის >>>სექსი<<<, რაც უფრო არასტანდარტულია, არატრადიციულია, "ბინძურია" და მრავალფეროვანია მით უფრო უკეთესია, რადგან ქალი ამგვარი სექსუალური კავშირისგან მოელის ემოციების უზარმაზარ დოზებს, ის კაცი, რომელიც ქალის ფანტაზიებს გაამართლებს, უფრო მეტიც გადააჭარბებს მათ, ხდის ქალს ისეთივე დამოკიდებულს საკუთარი თავისადმი, როგორც ნარკომანია დამოკიდებული ნარკოტიკებზე. შესაბამისად, ქალი ყველაფერს გააკეთებს "ახალი დოზის" მიღებისათვის.

თანამედროვე გოგოების ამგვარი აზროვნება, რომელიც ჩამოყალიბებულია 1960-იანი წლების სექსუალური რევოლუციის, სერიალების, ფილმების, ლიტერატურისა და პორნოინდუსტრიის წყალობით, სრულიად დაცლილია საკრალური ელემენტებისაგან ანუ ურთიერთობებში აღარ არის სიყვარული თავისი ღრმა არსით, ზედმეტია არამატერიალური ღირებულებები, თავგანწირვა, გმირობა ( თუნდაც მცირე ), რომანტიკა... მოკლედ რომ ითქვას თანამედროვე ურთიერთობებში "რაინდული სული" განდევნილია და ყველაზე კარგ შემთხვევაში ჩანაცვლებულია მატერიალური სარგებლის მიღების სურვილით - ყველაზე ცუდ ვარიანტში დაყვანილია პორნოფანტაზიების აღსრულებაზე.

შედეგად ვიღებთ ბოზებით ცნობილ ერს, ათი ათასობით დანგრეულ ოჯახს, აბორტებს და ოჯახებს სადაც ცოლ-ქმარი მოვალეობის მოხდის ან მატერიალური სარგებლის მიზნით ერთმანეთს უძლებენ, სანამ არ გარდაიცვლებიან.
© ტონი ძნელაძეimage

4
133
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
133
  
2019, 27 სექტემბერი, 16:04
ვახ, მაგარი ანალიზია, და რაც მთავარია 100%-იან! :)
2019, 26 სექტემბერი, 15:24
საშველი რომ არსაიდან ჩანს ეგ არის უარესზე უარესი კიდე
2019, 26 სექტემბერი, 14:03
რასაც მე ვხედავ მტრისას და ავისას, დეგრადაცია სახეზეა... :(
0 1 4