x
image
alex999
არც ისე ცნობილი, თუმცა ჰიტლერზე არანაკლებ სასტიკი დიქტატორი - პოლ პოტი

არც ისე ცნობილ, თუმცა ჰიტლერზე არანაკლებ სასტიკ დიქტატორზე ვსაუბრობთ, რომელიც 1.5 მილიონი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. მას პოლ პოტი ჰქვია...


image







მისი ნამდვილი სახელი - სალოტ სარია, დაიბადა 1928 წლის 19 მაისს, ხოლო გარდაიცვალა 1998 წლის 15 აპრილს. იყო კამბოჯის პრემიერ-მინისტრი, წითელი კჰმერების ლიდერი. დაიბადა ფრანგული კოლონიური რეჟიმის დროს. ადგილობრივი ფრანგული სკოლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც მემარცხენე-რადიკალური იდეების მომხრე გახდა. კამბოჯაში დაბრუნების შემდეგ დააარსა მოძრაობა სახელწოდებით წითელი კჰმერები, რომელმაც 1967 წელს დაიწყო ანტისამთავრობო პარტიზანული ომი. 1975 წელს პოლ პოტის არმიამ აიღო დედაქალაქი პნომპენი. ქვეყანას ოფიციალურად ეწოდა დემოკრატიული კამპუჩია. კამპუჩიაში დამყარდა სასტიკი ტერორის რეჟიმი, რომელიც მიმართული იყო ინტელიგენციისა და მდიდარი მოქალაქეების მიმართ. ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში, პოლ პოტი ცდილობდა ქვეყანაში უტოპიური კომუნიზმის განხორციელებას, რასაც, არაოფიციალური სტატისტიკით, რამდენიმე მილიონი ადამინის სიცოცხლე შეეწირა. 1979 პოლ პოტის რეჟიმი დაემხო ქვეყანაში შეჭრილი ვიეტნამის ჯარის მიერ.

image





1963 წელს პოლ პოტმა დაარსა წითელი კჰმერების პარტია, რომელსაც 1979 წლამდე მართავდა

image

მისი მმართველობის პერიოდში, როგორც ფაშისტები, ყველა სისხლიანი ანგარიშსწორება ზუსტად ამ მოძრაობაში ხორციელდებოდა.






1975 წელს გენერალი ლონ ნოლი დაამარცხა და დაიპყრო დედაქალაქი. დაიწყო მისი მმართველობის პერიოდი და სისხლიანი ეპოქა კამბოჯას ისტორიაში.

image


პოლ პოტის იდეების საფუძველზე, კამბოჯაში დამყარდა სპეციფიკური კომუნისტური რეჟიმი: აიკრძალა ფული, უცხო ენები და უცხო ენებზე გამოცემული წიგნები. გენოციდი ხორციელდებოდა სოციალური, რელიგიური და ნაციონალური ხაზით. სიკვდილით დაისაჯნენ მორწმუნეები - ქრისტიანები, მუსლიმანები, ბუდისტები. ფაქტობრივად, მთლიანად განადგურდა ნაციონალური უმცირესობა. დახვრეტა მიუსაჯეს ექიმებს, პედაგოგებს, მღვდლებს, ინვალიდებს, ინტელიგენციასა და წერა-კითხვის მცოდნეებს. სათვალის ტარება სიკვდილით ისჯებოდა, რადგან, სათვალის მქონეს კითხვა შეეძლო. აკრძალული იყო სიყვარული, ხოლო ახალგაზრდებს დაძალების წესით აქორწინებდნენ. მას სურდა, რომ სულ სხვა ქვეყანა აეშენებინა, სადაც ყველაფერი თავად იქნებოდა.






უარყო ქალაქში ცხოვრება და მოსახლეობა გააგზავნა მინდორში. სურდა სრული შემოსავალი სოფლებიდან მიეღო...


image


მან სოფლის მოსახლეობა, სადაც თითქმის ყველა გაუნათლებელი იყო, ქალაქის განათლებულ საზოგადოებაზე წინ დააყენა. მან მხოლოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა: მისი პარტიის ყველა წევრს, ერთის გარდა საზღვარგარეთ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება. ეს ამით არ დასრულებულა...






პოტმა ომი დაიწყო განათლების წინააღმდეგ!

image


დიქტატორმა სიკვდილით დასაჯა ყველა მასწავლებელი და მათი ყველა ახლო ნათესავი, რათა მომავალში ვინმეს აჯანყება არ მოეწყო. ასევე დახოცა ყველა ის ადამიანი, ვინც მისი რეჟიმის წინააღმდეგი იყო, ტყვიის ეკონომიისთვის გამოიყენა ბასრი იარაღები. ბავშვები ხეზე დააბმევინა და სასტიკი წამებით მოაკვლევინა.





Security Prison 21 ცნობილი S-21

image


თავიდან ამ შენობას უმაღლესი სასწავლებელის სტატუსი ჰქონდა, შემდეგში პო პოტმა ის სიკვდილმისჯილების კოლონიად აქცია. ამ შენობაში ხორციელდებოდა წამებით სიკვდილი, გამოიყენებოდა წამების ათობით მეთოდი და გამორიცხული იყო ამ ციხიდან ცოცხლად გამოსვლა. როგორც ცნობილია, კოლონიაში 12 000 კაცი მხოლოდ 1 კვირაში წამებით მოკლეს.






ის მკვლელობისთვის იყო დაბადებული...

image


ქალაქში მცხოვრებ ყველა კამბოჯელს აიძულებდა სოფელში მუშაობას, წინააღმდეგობას ვინც უწევდა, სოფლის მინდორში სიკვდილით სჯიდა. მან მხოლოდ ერთ ღამეში 35 000 კამბოჯელი მოაკვლევინა სოფლის მინდვრებში.





თავისი მმართველობის პერიოდში, პოლ პოტმა, პირადი განკარგულების საფუძველზე, გაანადგურა კამბოჯის მოსახლეობის 50 პროცენტი: 3 მილიონი ადამიანი დახვრიტეს ან წამებით მოკლეს, დანარჩენები კი საკონცენტრაციო ბანაკებში გარდაიცვალნენ. მთლიანად განადგურდა კამბოჯის კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და სულიერი ცხოვრება.

image





1979 წელს, პოლ პოტის წითელი ჰკმერების არმია ყოფილი პრეზიდენტის არმიამ დაამარცხა. მისმა მოკავშირეებმა პოლ პოტს სამუდამო სახლის ციხე მიუსაჯეს, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა.

image





პოლ პოტის რეჟიმი ვიეტნამმა დაასრულა!

image

ვიეტნამის თავდასხმა კამბოჯასთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა. ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ტაილანდში გაიქცა. თუმცა მისი დასჯის ან მოკვლის ბრძანება არავინ გასცა.





1998 წლის 15 აპრილს პოლ პოტი გულის შეტევით გარდაიცვალა

image


სასტიკი დიქტატორის რეჟიმის დასრულების შემდეგ, მის სიცოცხლესაც დასასრული დაუდგა. აშშ-ს პრეზიდენტის, ბილ კლინტონის განცხადებით, პოლ პოტი საერთაშორისო სასამართლოზე უნდა გასამართლებულიყო. ეს ამბავი დიქტატორმა რადიოს საშუალებით გაიგო და გულის შეტევით დაიღუპა. სხვა ვერსიის თანახმად, მან გადაჭარბებული დოზით მიღებული დამამშვიდებელი მედიკამენტებით თვითმკვლელობა ჩაიდინა.


პოლ პოტს სხვა დიქტატორებისგან განსხვავებით, პირადი სიმდიდრე საერთოდ არ გააჩნდა, გარდაცვალების შემდეგ მან მეუღლეს ძველი სპორტული კოსტიუმი, ბამბუკის ჯოხი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, ბამბუკის მარაო და ძველი ხის ყუთი დაუტოვა. მისმა მეუღლემ, მისი დანატოვარიც მასთან ერთად დაწვა.


image














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!




















>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



ამ დროისთვის 8 ყველაზე დიდი გემი მსოფლიოში

image





გადარჩენილი კაცობრიობა: ასტეროიდი 2018 GE3

image





5 ბუნებრივი ხმაური, რომელსაც ადამიანის დაყრუება შეუძლია!

image




ადამიანებმა ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან... - საინტერესო ფაქტები პაკისტანის შესახებ

image





საიდან“, როგორ? აღმოჩენილია მინერალი, რომელიც დღემდე არავის უნახავს!

image


0
483
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0