საზოგადოება საბერძნეთში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ ქართველ გოგოს ეძებენ 2019, 23 სექტემბერი, 16:16 “სალო დედი, არ დამღუპო, გამოჩნდი… გთხოვთ, გააზიარეთ მეგობრებო და მომაძებნინეთ ჩემი გოგო” – წერს 32 წლის სალომე გოგინაშვილის დედა, -ნონა კუპრეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილი გახდა 32 წლის სალომე გოგინაშვილი ათენის ერთ-ერთ მეტროსადგურთან შენიშნეს, ახალგაზრდა ქალის ბოლო აქტივობა სოციალურ ქსელში 17 სექტემბრითაა დათარიღებული.საქმეში ჩართულია ათენის პოლიცი და საქართველოს საკონსულო. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ნებისმიერ ინფორმაციის გაგებისთანავე დარეკეთ ტელეფონზე: სალომეს დედა ნელი: 699 7458664 საკონსულოს ცხელი ხაზი: 699 7458664 269 1-ს მოსწონს
|