სხვა ძველი ეგვიპტელების 20 უცნაურობა, რაც ისტორიის მცოდნეებსაც კი დააბნევს 2019, 23 სექტემბერი, 15:02 ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ყველამ იცის, რომ ძველი ეგვიპტე პირამიდების ქვეყანაა. ალბათ, მუმიების და ფარაონების შესახებ ფილმები ყველას ნანახი აქვთ, ასევე ახსოვთ, რომ ეგვიპტელებმა ქაღალდი გამოიგონეს. ამ ყველაფრის გარდა ძველი ეგვიპტის ისტორიაში არის რაღაც, რასაც სკოლის სასწავლებლებში არ წერენ. მაგალითად, ფარაონებს სურათებში აღწერილ მოხდენილ, ახალგაზრდა ბიჭებთან საერთო არაფერი ჰქონდათ. გაეცანით რამდენიმე ფაქტს.
ფარაონები გასუქებით იტანჯებოდნენ ძველი ეგვიპტური ხელოვნების ნიმუშებზე სუსტ, მოხდენილი ფორმის ადამიანებს ვხედავთ. მეცნიერები, რომლებმაც მუმიების რენტგენოლოგიური ანალიზი გააკეთეს, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ სურათებს რეალობასთან საერთო არ აქვთ. მდიდარი ეგვიპტელები და განსაკუთრებით ფარაონები ჭარბწონიანი, არაჯანსაღი ადამიანები იყვნენ. გასუქებას ნახშირწყლებით, ცხიმებით გამდიდრებული არასწორი კვება და ალკოჰოლი ხელს უწყობდა. პომადას დასრესილი მწერებისგან ამზადებდნენ წითელი საღებავი კარმინი, რომელსაც ბუჟღენდისაგან იღებენ, კოსმეტოლოგიაში დღემდე გამოიყენება. თუმცა კარმინის მიღების პროცესი თანამდროვე მოდის მიმდევრების საზრუნავში არ შედის. პომადის გამოსაყენებლად მათ მწერების გასრესვა არ სჭირდებათ ისე, როგორც კლეოპატრა აკეთებდა. ლუდს არ სვამდნენ, არამედ ჭამდნენ ლუდი ძველ ეგვიპტეში რაციონის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა. მას მოსახლეობის ყველა ფენა იღებდა, დაწყებული ფარაონებიდან და დამთავრებული პირამიდის მშენებლებით. თუმცა მას განსხვავებული შემადგენლობა ჰქონდა. ეგვიპტური ლუდი „კეჰმეტი“ მარცვლეულის დუღილის, პურის და ფინიკის წვენის უზარმაზარ თიხის ჭურჭელში არევით ამზადებენ, მას უფრო ფაფის მასა ჰქონდა. ასევე მაცივრის არ არსებობაც დაუმატეთ. სპეციალური მონები ფარაონისთვის ბუზებს აფრთხობდნენ ბუზები ძველ ეგვიპტელებს უფრო მეტად აწუხებდათ, ვიდრე თანამედროვე კაცობრიობას. მწერებთან საბრძოლველად უამრავ წებოვან ლენტს და აპარატს ვიყენებთ, ხოლო ეგვიპტის ფარაონი პიოპი მე-2, რომელიც ქვეყანას სხვადასხვა მონაცემებით 64-დან 94 წლამდე მართავდა, ამისთვის მონებს იყენებდა. მონები თაფლს ისვამდნენ და ბუზებს იზიდავდნენ. სასაფლაოს ისე აწყობდნენ, როგორც გარდაცვლილის სახლს და იქ საჭმელი მიჰქონდათ ეგვიპტელები იქაურ ცხოვრებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ითვლებოდა, რომ სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილი ცხოვრებას აგრძელებს და ყველა ის ნივთი სჭირდება, რომელიც მას ამ ცხოვრებაში ჰქონდა, როგორიცაა: ჭურჭელი, კოსმეტიკა, ძვირფასეულობა, ტუალეტი. გარდა ამისა, სასაფლაოზე საკვები და სასმელი მიჰქონდათ, ზოგჯერ შინაური ცხოველები და თევზებიც მიჰყავდათ. პროქტოლოგები ძალიან მომთხოვნები იყვნენ როგორც ცნობილია, ეგვიპტელებს თავის დროზე მოწინავე მედიცინა ჰქონდათ. ძველ ეგვიპტელ ექიმებს სპეციალიზაციაც ჰქონდათ. მაგალითად, სტომატოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი. თუმცა განსაკუთრებით პოპულარული პროქტოლოგი იყო. ეს გასაოცარი არცაა, იმის გათვალისწინებით, რომ ფარაონები და არისტოკრატები დროს სხვადასხვა წვეულებებში ატარებდნენ. რეგულარული ოყნა, რომელიც სხვათა შორის, ეგვიპტეში გამოიგონეს, და ნაწლავების გამორეცხვა ეგვიპტელი ფარაონებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ეგვიპტელი მამაკაცები ქალების მსგავსად იღებებოდნენ ძველ ეგვიპტეში კოსმეტიკას როგორც ქალები, ასევე კაცები იყენებდნენ. ამას 3 მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში, მაკიაჟი კანს მზის სხივებისგან იცავდა. მეორე მხრივ, ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ კოსმეტიკის გამოყენებით ღმერთები რა და ჰოროსი კეთილგანწყობილნი იქნებოდნენ. მესამეც, მაკიაჟს სამკურნალო თვისებები ჰქონდა. ნაწილობრივ ეს სიმართლეა. ღორზე დაფუძნებული თვალის ირგვლივ წასასმელი კონიუნქტივიტს ებრძოდა. მოზარდობის ასაკამდე ბავშვები ტანსაცმელს არ იცვამდნენ სქესობრივ მომწიფებამდე ძველი ეგვიპტელი ბავშვები ტანსაცმელს და ფეხსაცმელს არ იცვამდნენ. ასევე ტილიანობის პროფილაქტიკისთვის ბოლომდე პარსავდნენ და მხოლოდ თმის კუდს უტოვებდნენ. მელოტი და შიშველი გოგო-ბიჭები საკუთარ თავს მძივებით რთავდნენ. ეგვიპტელებს ქორწინების დემო ვერსია ჰქონდათ ქორწინების ცერემონია ძველ ეგვიპტეში არ არსებობდა, უბრალოდ ერთი მეუღლე მეორესთან გადადიოდა, ხშირად ცოლი ქმრის ოჯახში. ამასთან მდიდარი ეგვიპტელები საქორწინო ხელშეკრულებას ადგენდნენ, სადაც ზოგჯერ ქორწინების მოქმედების ვადას წერდნენ - იმ შემთხვევაში თუ მეუღლეები ერთმანეთს ვერ შეეწყვებოდნენ, ან უნაყოფო აღმოჩდებოდნენ. მამაკაცების უმეტესობას კრიტიკული დღეები ჰქონდათ ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ მენსტრუაცია კაცებსაც ჰქონდათ. ეს იმდენად გავრცელებული იყო, რომ კაცებს, რომელთაც შარდში სისხლი არ ჰქონდათ, არასრულყოფილად მიიჩნევდნენ. საქმე იმაშია, რომ ეგვიპტელების უმეტესობას აწუხებდათ შისტოსომოზი - პარაზიტული დაავადება, რომელიც დაბინძურებული წყლის მეშვეობით გადაეცემოდა. ქრონიკულმა შისტოსომოზმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, უნაყოფობა, ზოგჯერ სიკვდილიც კი. მუმიფიცირების დროს ტვინი ცხვირის ნესტოდან გამოჰქონდათ თანამედროვე ადამიანის თვალსაზრისით მუმიფიკაცია სრულად ველური პროცესია. საკმარისია იმის თქმა, რომ ტვინი ნესტოებიდან სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით გამოჰქონდათ. დანარჩენი ორგანოები ჩვეულებრივად გამოჰქონდათ და ქილებში ინახავდნენ. თვალებს ხშირად ხახვში დებდნენ. სასამართლოში დანაშაულის პრეზუმცია არსებობდა ეგვიპტეში არსებობდა წესი, რომლის მიხედვით ბრალდებული თავიდანვე დამნაშავე იყო, სანამ საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებდა. აღიარებას წამებით იღებდნენ, თან არა მხოლოდ ბრალდებულს, არამედ მოწმესაც აწამებდნენ. სხვათა შორის, ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავდა. დავსაჯოთ თუ შევიბრალოთ - ამას ქანდაკება წყვეტდა ეგვიპტის ახალი სამეფოს ეპოქაში (ძვ.წ.აღ 1550 – 1069 ) მღვდელმსახურები სასამართლო პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ. როცა მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, მას ღვთის ქანდაკება ეხმარებოდა. ორ პაპირუსზე ორ საპირისპირო გადაწყვეტილებას წერდნენ და ქანდაკება ერთ-ერთის მხარეს უნდა შეტრიალებულიყო. ასე გადაწყვეტილებას იღებდნენ. სინამდვილეში ქანდაკების მოძრაობით მღვდელმსახურები მანიპულირებდნენ და ამით ქრთამს იღებდნენ. მწერებისგან თავს თითქმის ვერ იცავდნენ ეგვიპტელებს სხვადასხვა მწერები უფრო მეტად აწუხებდათ, ვიდრე ველური ცხოველები, ბუზები, ტილები, რწყილები, ბაღლინჯოები, რწყილები და ყველაზე მეტად კალიები. სისხლის მწეველ მწერებს სხვადასხვა ზეთების, ბალახების და ფხვნილების დახმარებით ებრძოდნენ. ტილების მოსაშორებლად თავიდან ბოლომდე იპარსავდნენ. აი, კალიების თავდასაღწევად არაფერი ჰქონდათ. კოღოების დიდი გუნდი მოსავალს ანადგურებდა და ათასობით ადამიანს მშიერს ტოვებდა. ღალატის გამო შეიძლება ფეხი მოეჭრათ ცოლქმრული ღალატი იშვიათი არ იყო. წყვილს შეეძლო პრობლემა თავად მოეგვარებინათ, ან სასამართლოს მიემართათ. ასეთ შემთხვევაში კაცებს 1000 ჯოხის დარტყმა, ხოლო ქალებს უფრო სერიოზული განაჩენი ელოდათ: ფეხის ამპუტაცია და სიკვდილით დასჯა. სექსის დროს თავს თაფლის და ვირის რძით იცავდნენ რაღაც მიზეზით ძველ ეგვიპტეში გადაწყვიტეს, რომ თაფლის, ფინიკის, ვირის რძის და სხვადასხვა სუნიანი მცენარეების პასტა შესანიშნავი სპერმიციდია. დანამდვილებით უცნობია, თუ რამდენად ეფექტური იყო. მაგრამ შეყვარებულებს დიდი ხნით ნამდვილად აკავშირებდა. ჯუჯები პრივილეგიებით სარგებლობდნენ ძველ ეგვიპტეში მიიჩნევდნენ, რომ დაბალი სიმაღლე ღმერთების საჩუქარი იყო, ამიტომ ჯუჯები პატივისცემით სარგებლობდნენ. მათ ხელმძღვანელი პოზიციების დაკავება შეეძლოთ, პირადი დამხმარეები, ძვირფასეულობის დამცველები იყვნენ, ხოლო 1-ელი დინასტიის დროს მხოლოდ სამეფო ოჯახისთვის შრომობდნენ. დეზოდორანტებს თავისუფალ სხეულის ნაწილებზე იყენებდნენ ცხელი კლიმატი, ყოველდღიური დაბანის შესაძლებლობის არ ქონა, მძიმე ფიზიკური შრომა - ყველაფერი ამის გამო ეგვიპტელების სხეული მყრალი სუნის გამო იტანჯებოდა. ამას 2 მეთოდით ებრძოდნენ: პირველ რიგში, თმას რეგულარულად იჭრიდნენ. მეორე მხრივ, დეზოდორანტს იყენებდნენ. მასში სხვადასხვა ინგრედიენტი შედიოდა: წიწვი, დარიჩინი, ციტრუსი, ყვავილები და სირაქლემას კვერცხიც. ამისგან ბურთს აკეთებდნენ, რომელთაც იღლიების ქვეშ იდებდნენ. ძლიერი სუნის მქონე საშუალება ოფლის სუნს ფარავდა. ქალებს ქუჩაში ღიად ავიწროებდნენ ჰეროდოტეს თანახმად, ძველ ეგვიპტეში კაცები ქალების ყურადღებას სტვენით იპყრობდნენ. ის აღწერდა, თუ ნავში მყოფი კაცები, რომლებიც სადღესასწაულო ცერემონიაზე მიდიოდნენ, ტანსაცმელს იხდიდნენ, სტვედნენ და ქალების ყურადღებას იზიდავდნენ. ამ შევიწროების გამო სასჯელი არ იყო. ცოლ-ქმარს განმარტოების საშუალება არ ჰქონდათ ღარიბი ეგვიპტელები დიდ ოჯახებში ცხოვრობდნენ. ერთი პატარა სახლის ქვეშ ხანდაზმული მშობლები, ცოლ-ქმარი ან მარტოხელა ბავშვები, შვილიშვილები და სხვა ნათესავები ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმარი მარტო თითქმის არასდროს არ რჩებოდა, ამიტომ ინტიმური ურთიერთობა არც თუ ისე ინტიმური იყო. ასევე დაგაინტერესებთ: უფრო მკაცრი, ვიდრე სამხედრო საჰაერო ძალებში: აი, რატომ ვერ გახდებით ვერასდროს ჩინელი სტიუარდი 15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ ნახეთ, როგორ ცხოვრობს სახელმწიფო, რომლის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ არავინ არაფერი იცის როგორ ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 1 % - 15 ფაქტი ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის: 23 საინტერესო ფაქტი
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
2663 2-ს მოსწონს |