x
image
მაია 24
23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "იმატებს სიყვარულის მოთხოვნილება..."
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი 23 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:


"23 სექტემბერი მზე გადადის სასწორის ნიშანში, სადაც ის 23 ოქტომბრის ჩათვლით იმოძრავებს.

რასაც პირველ რიგში ვულოცავთ მზით, მთვარით ასცენდენტით და ასე შემდეგ სასწორებს. შესანიშნავი პერიოდი დგება ასევე მერწყულებისა და სასწორებისათვის, გაუმართლებთ აგრეთვე ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებს - ვერძებს, ლომებს და მშვილდოსნებს. ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენით, ყველანი ცოტა უფრო ტაქტიანები, დიპლომატიურები და ასევე კომუნიკაბელურები გავხდებით. შესაძლოა ცოტა უფრო მოიმატოს ელიტარულობაზე პრეტენზიებმაც, გარეგნული ეფექტების ხაზგასმამ. სამაგიეროდ, ასევე იმატებს სიყვარულის მოთხოვნილებაც და ქორწილების პერიოდიც დგება.



რაც შეეხება უშუალოდ ორშაბათს, ამ დღეს უმჯობესია საოჯახო, ან ყოველდღიური საქმეების კეთება. თუმცა კონსერვების მოხუფვა არ ივარგებს. საყიდლებზე წასვლა სჯობს მხოლოდ პროდუქტის შესაძენად. შორსმიმავალ გეგმებზე ამ დღეს არ ვმუშაობთ. ფული არც უნდა გავასეხსოთ, არც ვისესხოთ. გასტუმრება ვალისა - კარგია".



ასევე ნახეთ:


მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი - რომელი ზოდიაქოს ნიშნების წარმატების დრო დგება


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
627
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0