კულტურა მამა- შვილის შთამბეჭდავი ფოტოდუეტი რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო 2019, 21 სექტემბერი, 20:25 ცნობილი ამერიკელი მოდელისა და მომღერლის ბენი ჰარლემისა და მისი პატარა ქალიშვილის საუცხოო ფოტოებმა, სოციალურ ქსელში მათ არა მხოლოდ მსოფლიო პოპულარობა, არამედ უჩველო თმის წყლობით, მათ გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის უნიკალური შესაძლებლობაც მისცა.ბენი ჰარლემის თმის სიმაღლემ "ფეიდი" -ს ვარცხნილობისას 52, 7 სმ მიაღწია, რაც აბსოლუტურ რეკორდად იქცა, მისი სწორედ ამ უჩველო მონაცემის გამო, ეპატაჟური ბენი ჰარლემი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა.თუმცა, წარმატებული მოდელი, მომღერალი და სიმღერების ავტორი თავის მთავარ მიღწევად მაინც საკუთარი 9 წლის ქალიშვილის ჯაქსინის აღზრდა - განათლებას მიიჩნევს.ჰარლემი დარწმუნებულია, რომ გოგონას სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის, ზნეობრივი ფასეულობების ჩანერგვა მისთვის პატარა ასაკიდანვეა აუცილებელია, ამიტომ პატარა ჯაქსინს მამა პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენასა და საკუთარი უნიკალურობის დაფასებას ასწავლის.
"მამა ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე კარგი ადამიანია. ის, მე შთამაგონებს, ვიყო ჩემს თავზე უფრო უკეთესი "ვერსია". მამა ჩემი საუკეთესო მეგობარი და მასწავლებელია. "მასწავლებელში" მე არ ვგულისხმობ, სკოლაში, სწავლის პროცესში დამხმარეს, არამედ ვგულისხმობ მენტორს ცხოვრებაში" - განაცხადა ბენი ჰარლემის 9 წლის ქალიშვილმა.512 შეფასება არ არის |