სხვა ამერიკელ გოგონას სიზმარში მძარცველები მისდევდნენ, რა დროსაც ცხადში ბრილიანტის ბეჭედი გადაყლაპა 2019, 20 სექტემბერი, 14:26 უცნაური კურიოზი შეემთხვა ამერიკელ გოგონას კალიფორნიიდან, 29 წლის ჯენა ევანსს(Jenna Evans) გოგონამ სიზმარში ნახა, რომ მძარცველები მისდევდნენ, იმის შიშით, რომ ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი არ წაერთმიათ, ძილში თითიდან მოიხსნა ბეჭედი, ჩაიდო პირში და გადაყლაპა. დილით გაღვიძებულმა ჯენამ დაიწყო ბეჭდის ძებნა, თუმცა ვერსად მიაგნო, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა ახალგაზრდა ქალი, რომ ბეჭედი ძილში ნამდვილად გადაყლაპა. გააღვიძა საქმრო ბობი, თავიდან მამაკაცმა ვერ დაიჯერა, თუმცა როდესაც ჯენიმ უთხრა, რომ ეს სავარაუდოდ ასე იყო, ჯერ ორივემ კარგა ხანი იცინეს, შემდეგაც კი საავადმყოფოში წავიდნენ, რენტგენის გადაღების შემდეგ დადგინდა, რომ ბეჭედი მართლაც კუჭში იყო გაჭედილი, ექიმებმა არ გარისკეს, არ დაელოდნენ ბეჭედის ბუნებრივი გზით გამოსვლას და გამოიყენეს ენდოსკოპი, ამოიღეს ბეჭედი და ჯენის საქმროს, ბობის გადასცეს. "ყველაფერმა ჩინებულად ჩაიარა, ჩემი ბეჭედი კუჭის ოდნავ ზემოთ სტომაქში აღმოაჩინეს, ამოიღეს და გადასცეს ბობის და არა მე"_ციტირებს Daily Star-ი ჯენის ნათქვამს. 143 5-ს მოსწონს
|