შოუბიზნესი "ძალიან მზრუნველია, ყოველთვის ახერხებს ჩემთვის სიხარულის მონიჭებას" - გია ბაღაშვილის ულამაზესი მეუღლე და 4 შვილი 2019, 19 სექტემბერი, 18:59 მუსიკოსი გია ბაღაშვილი ულამაზეს მეუღლესთან, თამუნა ტაბატაძესთან ერთად 4 შვილს ზრდის. ტრადიციულ ქართულ ოჯახში დედას და მამას ფუნქციები გადანაწილებული აქვთ და ბავშვების აღზრდა-განვითარებაში თანაბრად არიან ჩართულნი. ორი წლის წინ, ხელოვანთა ოჯახს ერთი ახალი წევრი - ანასტასია შეემატა. მან კიდევ უფრო დიდი სიხარული და ბედნიერება შესძინა ბაღაშვილი-ტაბატაძის წყვილს. თამუნა ტაბატაძე ფოტომოდელი, მომღერალი და მოცეკვავეა. მას მსახიობ ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებენ, მსგავსება სოციალურ ქსელში თამუნას გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც კარგად ჩანს... წყვილი ხშირად მოგზაურობს და 4 შვილის აღზრდას აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას წარმატებით უთავსებს. გთავაზობთ ამონარიდს "რეიტინგთან" თამუნას ინტერვიუდან და ოჯახურ ფოტოებს მისი "ინსტაგრამიდან": "მრავალშვილიანობა უდიდესი ბედნიერება და ღვთის საჩუქარია. არაფერი შეედრება პატარების ჟრიამულით გამოწვეულ სიხარულს. რაც შეეხება სირთულეებს, პირველ რიგში, ბავშვებისთვის დროისა და ყურადღების თანაბრად განაწილებასთან არის დაკავშირებული. რომ არა გიას დიდი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა. გია არის ადამიანი, რომელსაც შემიძლია თამამად დავეყრდნო ნებისმიერ სიტუაციაში და მისი იმედი მქონდეს. ამასთან, ძალიან მზრუნველია და ყოველთვის ახერხებს ჩემთვის სიხარულის მონიჭებას. გია იდეალური მამაა და გოგონების დიდი მესაიდუმლეა. სამსახურიდან დაბრუნებულს უზიარებენ დღის ამბებს და უკვე რჩევებსაც ეკითხებიან. ძალიან უყვართ მამიკოსთან თამაში და ხშირად რეპეტიციებზეც დაყვებიან. მიხარია, რომ გიას და მე ერთნაირი ხედვა გვაქვს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით. გიას ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს, ამიტომ, ვცდილობ, მაქსიმალურად მოვარიდო საოჯახო საქმეები... ფორმის შენარჩუნებისთვის, როგორც წესი, დიდი ძალისხმევა არ მჭირდება ხოლმე. ოთხი ბავშვის მოვლა თავისთავად მუდმივი ვარჯიშია (იცინის). თუმცა, როცა დრო მაქვს, ვცდილობ, დავკავდე სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით, როგორიცაა ქართული ცეკვის რეპეტიციები, ფიტნესი და ფეხით სიარული გიასთან და ბავშვებთან ერთად". ასევე ნახეთ:"ამისთვის ღირდა ჩემი ჰარი-ჰარალეში გატარებული ცხოვრება" - ბექა ჩხაიძის ქალები, მესამე ქორწინება და ოჯახური ფოტოებივასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და შვილები - იუმორისტისა და მოდელის ოჯახური იდილია (+17 ფოტოკოლაჟი)ჩემს შვილებს სოფლის პროდუქტები, ცხენებით ჯირითი და ქართული სიმღერები ძალიან უყვართ - სად და როგორ ისვენებს მერის ოჯახი"ჩვენი ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში" - ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის სიყვარულის ამბავი და ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან2282 2-ს მოსწონს
|