სხვა რა უპირატესობა აქვს სიდაბლეს - სახალისო ფოტოკრებული 2019, 20 სექტემბერი, 12:30 ![]() 1. დაბალ ადამიანს არ აქვს პრობლემა თვითმფრინავში ან მანქანაში ფეხის დასადებად საკმარის ადგილთან დაკავშირებით.![]() 2. რა თქმა უნდა, გრძელფეხიანი ადამიანები, რომლებიც მანქანაში წინა სავარძელზე სხდებიან და სკამის უკან მიწევა სჭირდებათ, ყოველთვის მადლობლები იქნებიან თქვენი, როცა საკუთარი ნებით უკანა სავარძელზე კომპაქტურად მოთავსდებით.![]() 3. შეგიძლიათ, მაღაზიებში პატარა ზომის ტანსაცმლის განყოფილებაში თავისუფლად იშოპინგოთ.![]() 4. ზოგჯერ კი ბავშვების განყოფილებაშიც შეგნიშნავდნენ (სადაც უფრო იაფადაც იყიდით ტანსაცმელს).![]() 5. არასდროს მოგიწევთ დარდი იმაზე, რომ შეიძლება თქვენს შეყვარებულზე მაღალი იყოთ.![]() 6. შეგიძლიათ, ჟოკეი გახდეთ - სიდაბლის გამო ამას მარტივად შეძლებთ.![]() 7. რადგანაც დაბალი გრავიტაციის ცენტრი გაქვთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საიდანმე ჩამოვარდეთ.![]() 8. თუ დაბალი ხართ, არასდროს გექნებათ საწოლზე ვერდატევის პრობლემა.![]() 9. თუ დაგჭირდებათ, პატარა ადგილებშიც კარგად მოთავსდებით.![]() 10. არასდროს მიარტყამთ თავს ჭერს (როგორც მარჯვნივ მდგომი უიღბლო გიფზე).![]() 11. "ლიმბოს" თამაშისას უპირატესობებით ისარგებლებთ და მაღლებს ადვილად დაამარცხებთ.![]() 12. სტატისტიკის მიხედვით, დაბალი ადამიანები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ.![]() 13. დაბალი ადამიანები უკეთ იგებენ და ხვდებიან რაღაცებს, ვიდრე მაღლები.![]() 14. მართალია, მაღალ ადგილას დადებული საგნების აღება გაგიჭირდებათ, მაგრამ მაღალი ადამიანები ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებიან.![]() 15. ყოველთვის შეგიძლიათ, გრძელი შარვალი დაამოკლოთ, თუმცა, მოკლე შარვლის დაგრძელება გაგიჭიდებათ. მაღლებს აქაც სჯობნით უპირატესობით.![]() 16. არასდროს მოგიწევთ იმაზე ფიქრი, რომ კინოთეატრში ვინმეს ეკრანი არ დაუფაროთ და ფილმის ყურებაში ხელი არ შეუშალოთ.![]() 17. ქაუჩსერფინგს კარგად გამოიყენებთ, რადგან ადვილად მოთავსდებით სავარძელზე დასაძინებლად.![]() 18. ხალხს უფრო პატარა ჰგონიხართ (განსაკუთრებით ადრეულ 20-იან წლებში).![]() 19. და ბოლოს - იცით, რომ ადვილად გამონახავთ საერთო ენას სხვა დაბალ ადამიანებთან.ფოტოზე დანიელ რედკლიფი: "მრცხვენოდა ჩემი სიმაღლის გამო, მაგრამ მერე ვიფიქრე - ჯანდაბას, მე ხომ ჰარი პოტერი ვარ".![]() ასევე დაგაინტერესებთ:1.ექიმებსაც აქვთ იუმორის გრძნობა - სახალისო ფოტოკრებული 2. ეს ფოტოები აჩვენებს, რომ სამყაროში 2 ტიპის გოგონები არიან 3. მაღალი და დაბალი გოგონების პრობლემები - სახალისო ილუსტრაციები ![]() 197 4-ს მოსწონს
|